1 ივნისიდან “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს საგარეჯოს და მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია იზრუნოს საკუთარ ბენეფიციარებზე

01 ივნ, 2020

1 ივნისიდან “ჯეო ჰოსპიტალს”-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი პაციენტების მიღებას სრული სერვისით და უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს. ამ მიზნით კლინიკაში ჩატარდა ფართომასშტაბური სადენზიფექციო სამუშაოები . მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია იზრუნოს საკუთარ ბენეფიციარებზე. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 31 მაისამდე ,,ცხელების კლინიკები „ რეჟიმში მუშაობდა. ქვეყანაში დღეის მდგომარეობით არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პირველი ივნისიდან არ არის საჭიროება „ცხელების კლინიკების “ ფორმატში გააგრძელდეს აღნიშნული კლინიკების ოპერირება.