ჩვენ შესახებ

„ჯეო ჰოსპიტალსი“ საქართველოს მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების მძლავრი ქსელია, რომელიც თბილისსა და 5 რეგიონში ოპერირებს (კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი).
ქსელში გაერთიანებულია განსხვავებული რესურსის მქონე 25 სამედიცინო დაწესებულება, რომელთა შორის 15 სტაციონარია.

„ჯეო ჰოსპიტალსი“ ქვეყანაში ჯანდაცვის საკადრო რესურსის ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელია. მიმდინარე ეტაპზე ქსელში დასაქმებულია 4000-მდე პირი, მათ შორის, 1300 ექთანი.

2019 წლის დეკემბრიდან კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსის“ 100 % წილის მფლობელი „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფი“ გახდა. ახალი მენეჯმენტის სტარტეგიული განვითარების გეგმის თანახმად, „ქართული ჰოსპიტალების ჯგუფმა“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დაწესებულებებში მოცულობითი ინვესტიციები განახორციელა. განახლდა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ინფრასტუქტურა, მოხდა კლინიკების გადაირაღება და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა.

მმართველი გუნდის მიერ განხორციელებული მასშტაბური რეფორმების შედეგად რეგიონების ჰოსპიტალურ ქსელში გაიზარდა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდა, რაც წლების განმავლობაში კომპანიის მასშტაბით მთავარ გამოწვევად რჩებოდა.

მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის ადამიანური რესურსის განვითარების მიზნით 2020 წელს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩამოყალიბდა სასწავლო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ექიმების დიპლომისშემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები ხორციელდება.
2022 წლიდან „ჯეო ჰოსპიტალსში“, USAID-თან პარტნიორობით, საექთნო გადამზადების რეგიონული ცენტრების შექმნა დაიწყო, რომლებშიც საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების/სპეციალიზაციის და უწყვეტი განათლების პროგრამები დაინერგება; პროექტის ფარგლებში სასწავლო ცენტრებისათვის ექთან-ტრენერებიც მომზადდებიან.

2022 წელს ახალმა მენეჯმენტმა მძლავრი ჰოსპიტალური ცენტრი აამოქმედა თბილისში, რომელიც ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს და აერთიანებს რამდენიმე წამყვან მიმართულებას.