მმართველი გუნდი
ზურაბ ქიტოშვილი
გენერალური დირექტორი
ბიოგრაფია
ზურაბ ქიტოშვილი 2021 წლის მარტიდან იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორის პოზიციას. აღნიშნულ ცვლილებამდე, 2020 წლის პირველი კვარტალიდან ის დაინიშნა ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. ჯეო ჰოსპიტალსის მმართველობაში ჩართვამდე, იკავებდა შპს „მტკვარი ენერჯის“ ფინანსური დირექტორისა და შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას. ზურაბ ქიტოშვილის კარიერა დაიწყო დელოიტ საქართველოში, სადაც მან აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება დააგროვა. 14 წლიანი კარიერის განმავლობაში ჩართული იყო ელექტროენერგიისა და გაზის, წიაღისეულის მოპოვების, ჯანდაცვისა დადაზღვევის, საინვესტიციო ქონების განვითარებისა და სხვა სექტორებში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციების მართვის პროცესში.
ზურაბ ქიტოშვილი ფლობს ESM საქართველოს ბაკალავრისა და შეფილდის უნივერსიტეტის აღმასრულებელი მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტის მიმართულებით.
კახა გზობავა
კლინიკური დირექტორი
ბიოგრაფია
2019 წლის დეკემბრიდან კახა გზობავა დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკური დირექტორის პოზიციაზე. მისი კარიერის 31 წლიან პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის” მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკურ დირექტორად და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების საავადმყოფო შპს „ალსსში” ანესთეზია-ინტენსიური თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას. კლინიკური მედიცინის მიმართულებით მუშაობდა: აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ქ. თბილისის N4 საავადმყოფოში, კატასტროფისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურში, აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ესც-ში, თბილისის გულის და სისხლძარღვთა ცენტრში – ექიმ რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგის პოზიციებზე. არის ჯანდაცვის სამინისტროს დარგობრივი ექსპერტი, ანესთეზიოლოგია და რეანიმაციაში რეზიდენტურის კურსის ლოკალური ხელმძღვანელი.
განათლება: ქ. თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი. ინტერნატურა – რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიაში.
ნებადართული სპეციალობები: კრიტიკული მედიცინა, ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია, გადაუდებელი მედიცინა.
მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი
საოპერაციო დირექტორი
ბიოგრაფია
მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე. 30 წლიანი სამუშაო კარიერის განმავლობაში აქვს გამოცდილება როგორც კლინიკური მედიცინის მიმართულებით, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მართვისა და სადაზღვევო საქმიანობის დარგში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე: ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი, სადაზღვევო კომპანიაში „ალფა“ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმის კვალიფიკაცია. ნებადართული სპეციალობები: შინაგანი მედიცინა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა, ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი.
კორნელი გიორგაძე
ფინანსური დირექტორი
ბიოგრაფია
კორნელი გიორგაძე 2022 წლის აგვისტოდან დაინიშნა შპს ჯეო ჰოსპიტალსის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. მანამდე, 2021 წლის აგვისტოდან ეკავა ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია. კორნელი გიორგაძე „ჯეო ჰოსპიტალსს“ თავდაპირველად 2020 წლის მარტში შემოუერთდა ფინანსური ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე. 2013-2020 წლებში ის მუშაობდა მსოფლიოს დიდ ოთხეულში შემავალ საკონსულტაციო კომპანია EY Georgia-ში და ჩართული იყო საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი სხვადასხვა მსხვილი ორგანიზაციის ფინანსურ აუდიტში, მათ შორის აუდიტის გუნდის ხელმძღვანელად.
განათლება: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ESM, ბაკალავრის ხარისხი.
თამარ შაგიძე
შესყიდვებისა და მარაგების მართვის დირექტორი
ბიოგრაფია
თამარ შაგიძე 2023 წლის იანვრიდან დაინიშნა შპს ჯეო ჰოსპიტალსის შესყიდვებისა და მარაგების მართვის დირექტორის პოზიციაზე.2023 წლამდე ეკავა შესყიდვებისა და ინვენტარის მართვის დირექტორსის პოზიცია მეგალაბში. 22 წლიანი კარიერის განმავლობაში ჩართული იყოს სხვადასხვა მსხვილი სამედიცინო ორგანიზაციების მართვის პროცესში.
განათლება: თამარ შაგიძე არის საერთაშორისო ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი (Executive MBA) შეფარდის უნივერსიტეტში.
ბესიკ ზენაიშვილი
თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
- შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
- შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ევროპის პედიატრთა აკადემიის წევრი
- ევროპის ბავშვთა ნეფროლოგიის ასოციაციის წევრი
- ღირსების გზის სიგელის მფლობელი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის ლექტორი
მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ია სეფიაშვილი
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ია სეფიაშვილი შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა 2022 წლის დეკემბერში. ორ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში აქვს სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის მენეჯმენტისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის მიმართულებით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. 2005-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოში. „ჯეო ჰოსპიტალსის“ გუნდს შექმნის დღიდან შემოუერთდა. მუშაობდა მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხარისხის მართვის დირექტორის პოზიციაზე, დღემდე არის სათავო ოფისის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმის კვალიფიკაცია.
მაკა ზარნაძე
ვანის სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
მაკა ზარნაძე 2016 წლის მაისში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრის დირექტორად. აქვს 22 წლიანი გამოცდილება სამედიცინო საქმიანობაში, როგორც პრაქტიკოს ექიმად, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე: 2006 წლიდან დღემდე სასწრაფო დახმარების დირექტორი, 2007-2011 ვანის რაიონული პოლიკლინიკის დირექტორი, 2011-2016 მაისამდე ვანის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი.
საექიმო საქმიანობა შემდეგ სპეციალობებში: მეანობა გინეკოლოგია, რადიოლოგია (ექოსკოპია), ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი.
ხელმძღვანელი პოზიციის პარალელურად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას აღნიშნულ სპეციალობებში.
გიორგი კუხიანიძე
სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
გიორგი კუხიანიძე 2022 წლის 21 აგვისტოდან დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორად. 2011 წელს სამედიცინო დაწესებულებათა ქსელის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დაარსებიდან იკავებდა ორგანიზაციაში სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების მართვის იმერეთის წარმომადგენლობის ხელძღვანელის თანამდებობას, 2014-2020 წლებში კი ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას.
40 წლიანი მუშაობის პერიოდში მოიპოვა გამოცდილება, როგორც კლინიკურ, ასევე სადაზღვევო, საორგანიზაციო და მართვის საკითხებში: საუბნო საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს თერაპევტი, დერმატოვენეროლოგი, სომატური განყოფილების გამგე; ქ. ქუთაისის #1 საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი, შემდგომ თერაპიული განყოფილების გამგე და მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; ქუთაისის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მართვის რეგიონალური კომპიუტერული ცენტრის დირექტორი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი; გაეროს განვითარების პროექტი: „იმერეთი, საქართველო დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა“, „საჯარო სამსახურში სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების იმერეთის რეგიონალური ცენტრის“ მუდმივმოქმედი ექსპერტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში; სადაზღვევო კომპანია „იმედი-L International“ ქუთაისის ფილიალის მთავარი მენეჯერი; ქუთაისის „წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრის“ მენეჯერი; დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იმერეთის რეგიონში.
განათლება: უმაღლესი სამედიცინო, სამკურნალო ფაკულტეტი, კვალიფიკაცია ექიმი.
დავით ტაბაღუა
ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
დავით ტაბაღუა 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ჭიათურის მრავალპროფილური სამეიდიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. 31-წლიანი სამუშაო კარიერის განმავლობაში აქვს გამოცდილება, როგორც კლინიკური მედიცინის მიმართულებით, ასევე სამედიცინო დაწესებულების მართვის და ხელმძღვანელ პოზიციებზე, ასევე წლების განმავლობაში იკავებდა, „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორის პოზიციას.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ექიმი ქირურგის კვალიფიკაცია.
ნონა ასათიანი
გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ნონა ასათიანი 2020 წლის მარტიდან იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციას. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კლინიკურ ექსპერტსა და კლინიკურ მენეჯერს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და სადაზღვევო პროგრამების, ასევე კლინიკური ზარალების მართვის მიმართულებით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, საპასუხისმგებლო პოზიციებზე – სახელმწიფო პროგრამების კოორდინაციისა და ანალიზის დეპარტამენტში, სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირების დეპარტამენტში, ამასთანავე, სხვადასხვა წლებში, ჰოსპიტალურ სექტორში ხელმძღვანელობდა კლინიკური პროცესების ადმინისტრირების მიმართულებით მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებს.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი, ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაცია. სერთიფიცირებული კლინიკური მენეჯერი.
ნინო კობერიძე
მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი, კლიენტთა მომსახურებისა და ასისტანს სამსახურის ხელმძღვანელი
ბიოგრაფია
ნინო კობერიძე 2011 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ჯეო ჰოსპიტალსში“ კლიენტთა მომსახურებისა და ასისტანს სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო 2022 წლის 13 იანვრიდან დღემდე იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის თანამდებობას; 2020 წლის 4 სექტემბრიდან 2022 წლის 13 იანვრამდე იკავებდა ამავე ორგანიზაციის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრის დირექტორის თანამდებობას.
შპს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მუშაობის პარალელურად, იგი მუშაობდა კლინიკა „კურაციოში“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ასევე, აქვს სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანია „ორაოში“ და გავლილი აქვს კურსები კლინიკური მენეჯმენტის განხრით.
გიორგი შათირიშვილი
გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
გიორგი ხვედელიძე
ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი
ბიოგრაფია
გიორგი ხვედელიძე იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას 2014 წლის 6 თებერვლიდან. აქვს წამყვან პოზიციებზე მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება სხვადასხვა კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიაში; დაწყებული 1998 წელს იმერეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტიდან, გაგრძელებული – ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ფონდი (2000-2003 წ. – პროგრამული მართვის განყოფილების უფროსი), დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი (2003-2006 წ. – სამედიცინო შემთხვევებისა და ინფორმაციის მართვის განყოფილების უფროსი), სადაზღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაი“ (2006-2010 წ. – ანაზღაურების განყოფილების უფროსი), სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი“ ჰოლდინგი (2010-2012 წ. პროვაიდერებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი), შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ (2012-2014 სადაზღვევო შემთხვევების მართვის განყოფილების უფროსი).
განათლება: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსისტეტი, ბიოლოგიური მედიცინისა და ეკოლოგიის სპეციალობით. გავლილი აქვს კვალიფიკაციები, როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციასა და მენეჯმენტის კუთხით, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის მართვის მიმართულებით.
სულხან სამხარაძე
საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
სულხან სამხარაძე 2023 წლის აპრილიდან დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო კარიერის პერიოდში აქვს კლინიკური მედიცინის მიმართულებით და სამედიცინო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება.
ჯეოჰოსპიტალსის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-უმცროსი ექიმი
ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო-ანესთეზიოლოგ/რეანიმატოლოგი,
ალ.ალადაშვილის სახელობის კლინიკა-გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი, რეანიმატოლოგი.
სამედიცინო ეკოსიტემა პინეო-გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი.
ჰელსი ჯორჯია -რეანიმაციული და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი-რეანიმატოლოგი.
ჯეოჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-რეანიმატოლოგი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
ნებადართული სპეციალობა: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია.
ქეთევან გვენცაძე
დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ქეთევან გვენცაძე 2016 წლის მარტში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. 31-წლიანი სამუშაო კარიერის პერიოდში აქვს გამოცდილება როგორც კლინიკური მედიცინის მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის: ბავშვთა №1 საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ექიმი, ბავშვთა №1 პოლიკლინიკის ოფთალმოლოგი, №2 საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ იმერეთის რეგიონალური დირექტორი.
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, ექიმი პედიატრის კვალიფიკაცია.
იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, იურისტის კვალიფიკაცია.
დავით ბარაბაძე
ბორჯომის მრავალპროფილური ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
დავით ბარაბაძე 2022 წლის მარტში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სათავო ოფისში კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე, 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის მრავალპროფილური ცენტრის დირექტორის პოზიციაზე.
აქვს გამოცდილება სამედიცინო დახმარების ხარისხის მართვის, კლინიკური და პედაგოგიური მიმართულებით, მუშაობდა ექიმ ნევროლოგად საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ჰოსპიტლებში, სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ჰოსპიტალურ ქსელში და შემუშავებული აქვს შიდაორგანიზაციული სახელმძღვანელოები.ბიოქიმიის ლექტორად ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ანატომიის ლექტორად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (ინგლისურენოვანი ფაკულტეტი).
განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბელარუსის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში, გაიარა კლინიკური ორდინატურა მოზრდილთა და ბავშვთა ნევროლოგიაში. მსოფლიო ბანკის ინსტიტუტის კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში, ჯანდაცვის კერძო სექტორის კომერციული საფუძვლები.
თენგიზ ცაბაძე
ჭიათურის ამბულატორიული ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
თენგიზ ცაბაძემ 1997 წელს დაიწყო მუშაობა ქალაქ ჭიათურის ინვალიდთა და ხანდაზმულთა რეაბილიტაციის ცენტრში ზოგად ქირურგად.2004 წელს გადავიდა ქალაქ ჭიათურაში ზოგად ქირურგად.2012 წლიდან დაინიშნა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელად.2014 წლის 12 თებერვლიდან ქალაქ ჭიათურის შ.პ.ს ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელად სერტიფიცირებულია, ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯმენტში და ზოგად ქირურგიაში.
განათლება:1096 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ზოგადი ქირურგიის სპეციალობით.
ნონა მანდარია
ხონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორი.
ბიოგრაფია
ნონა მანდარია შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ხონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორად დაინიშნა 2012- წლის ნოემბერში.
აქვს 16-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო საქმიანობაში.2007- 2016-წლებში მუშაობდა ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ექიმ- გინეკოლოგად.
2009-2012 წლებში დაინიშნა სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ ხელმძღვანელად, ხონის რაიონში.
განათლება:
თბილისის სახელმწიფო აკადემია-უმაღლესი სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტი.
ინტერნატურა გაიარა თბილისის მეორე სამშობიარო სახლში, მეანობა-გინეკოლოგიაში.
საექიმო საქმიანობა შემდეგ სპეციალობებში: მეანობა-გინეკოლოგია,საოჯახო მედიცინა.
ლია ებანოიძე
ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორი
ბიოგრაფია
ლია ებანოიძე შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორად დაინიშნა 2011- წლის დეკემბერში.
აქვს 27-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო საქმიანობაში.
1995 წლიდან მუშაობდა ქ. ზესტაფონის ცენტრალურ პოლიკლინიკაში, ოტორინოლარინგოლოგად. პარალელურად 2004 წლიდან დაინიშნა მთავარი ექიმის მოადგილედ,სამკურნალო დარგში.
2011 წლის პირველი დეკემბრიდან დღემდე ,იკავებს შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის დირექტორი პოზიციას.
განათლება