თამარ ნარეკლიშვილის მეთოდით ხერხემლის კომპლექსური რეაბილიტაცია/ვერტებრორეაბილიტაცია

03 ივლ, 2023

გაწუხებთ ხერხემლის დაავადებით გამოწვეული ჩივილი?:
🔹ტკივილი ან დაბუჟება
🔹სიცივის შეგრძნება
🔹მოძრაობის შეზღუდვა
🔹ძალის დაქვეითება ხერხემლის, კისრის, გულმკერდის, წელის სეგმენტში, ირადიაციით ზედა ან ქვედა კიდურებში;
🔹უმიზეზო თავის ტკივილი, შაკიკი;
🔹ძილის დარღვევა;
🔹სისხლის მიმოქცევის ან ინერვაციის დარღვევა;
🔹შრომის უნარის დაქვეითება;
🔹ნევროზული ან მელანქოლიური მდგომარეობა;
🔹თავბრუსხვევა;
🔹ყურებში შუილი;
🔹სტენოკარდიული სახის ტკივილი;
🔹არასტაბილური არტერიული წნევა;
🔹შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევა;
🔹შარდ-სასქესო ორგანოების ფუნქციის დარღვევა;

🔊თუ თქვენ შვილს შეამჩნიეთ:
🔹ფიზიკური განვითარების შეფერხება;
🔹მოხრილი, ასიმეტრიული ჯდომა და სიარული;
🔹მხრების და თეძოების ასიმეტრიული ან როტირებული მდებარეობა;
🔹კოჭლობა;
🔹ქვედა კიდურის ტერფის წინ (თითებზე), უკან (ქუსლზე), გარეთ ან შიგნით დგომა და სიარული;
🔹სხეულის სიმაღლის დეფიციტი;
🔹ადვილად დაღლა;
🔹ძილის დარღვევა;
🔹ნევროზული ან მელანქოლიური მდგომარეობა;
🔹თავის უმიზეზო ტკივილი;
🔹ტკივილი ხერხემლის კისრის, გულმკერდის, წელის სეგმენტში;
🔹მკერდ-ნეკნოვანი ან ნეკნოვანი რკალის ასიმეტრია, დეფორმაცია;
🔹ნეკნოვანი, კუნთოვანი გიბუსი (კუზი) ან მისი შახმატური განლაგება.

‼️ასევე,თუ თქვენ შვილს არ შეუძლია:
🔹2 თვემდე თავის დაჭერა;
🔹6 თვემდე სიმეტრიულად ჯდომა,დახმარების გარეშე;
🔹6 თვიდან 1 წლამდე სიმეტრიულად ცოცვა და არა ოთხზე სიარული;
🔹1 წლამდე არ ცდილობს სიმეტრიული ცოცვიდან სიარულზე გადასვლას;
🔹შეზღუდულია მოძრაობა მენჯ-ბარძაყის სახსარში.
🔴ჩაეწერეთ ვიზიტზე ექიმ ვერტებროლოგთან:
👩‍⚕️თამარ ნარეკლიშვილი
👨‍⚕️ვიქტორ ვერიოვკინი.

👩‍⚕️თამარ ნარეკლიშვილის მეთოდით ხერხემლის კომპლექსური რეაბილიტაცია/ვერტებრორეაბილიტაცია

თამარ ნარეკლიშვილი არის სამედიცინო რეაბილიტაციის და სპორტის მედიცინის ეროვნული ასოციაციის წევრი.
მხოლოდ, ვერტებროლოგიის და სამედიცინო კომპლექსური რეაბილიტაციის სამსახურში ტარდება თამარ ნარეკლიშვილის მეთოდით ხერხემლის კომპლექსურ რეაბილიტაცია/ვერტებრორეაბილიტაცია.ამ მეთოდის ინდივიდუალურობა, იმაში მდგომარეობს ,რომ მსოფლიოში არსებობს დღეში 3 სარეაბილიტაციო მეთოდის ერთად ჩატარების სტატისტიკა, სხვადასხვა სპეციალისტის მიერ.ჩვენი მეთოდით კი , ერთ ვიზიტზე ბავშვთა და მოზრდილთა ხერხემლის დაავადების მქონე პაციენტს, შეუძლია 5 სხვადასხვა სარეაბილიტაციო მეთოდი ჩაიტაროს ერთ ექიმ რეაბილიტოლოგ-ვერტებროლოგთან,რაც ზრდის მკურნალობის ხარისხს, ეფექტურობას და ამცირებს მკურნალობის დროს და საფასურს.
თამარ ნარეკლიშვილის მეთოდით ხერხემლის კომპლექსურ რეაბილიტაცია/ვერტებრორეაბილიტაციის ერთი პროცედურა მოიცავს:
1.სამკურნალო მანუალურ თერაპია,
2.აკუპრესურა,წერტილოვან თერაპია,
3.პოსტიზომეტრულ რელაქსაცია,სუნთქვითი ვარჯიშით,
4.ხელით ხერხემლის მშრალი ტრაქცია,დაჭიმვა/გაჭიმვა,
5.კინეზოთერაპია,სამკურნალო ვარჯიში.
2004-2007 წლებში, თამარ ნარეკლიშვილის მეთოდით ხერხემლის კომპლექსურ რეაბილიტაცია/ვერტებრორეაბილიტაციით მკურნალობაზე ჩატარებულია კოჰორტული კვლევა,სადაც შედარებულია რაიდთერაპიით მკურნალობის მეთოდთან.ამ პერიოდში,სამედიცინო საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებულია 10 ნაშრომი და 2009 წელს დაცულია დისერტაცია.
დღეისათვის,ბოლო 12 თვის მონაცემებით, ვერტებროლოგიის და სამედიცინო კომპლექსური რეაბილიტაციის სამსახურში, ბავშვთა და მოზრდილთა ხერხემლით დაავადებულ პაციენტთა 2432 ვიზიტი დაფიქსირდა და ეს მონაცემი ყოველდღიურად იზრდება…