12 მაისი – ექთნის საერთაშორისო დღე “ჯეო ჰოსპიტალს”-ში
ექთნის საერთაშორისო დღე ტრადიციულად აღნიშნეს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ექთნებმა. “ჯეო ჰოსპიტალს”-ის საექთნო საქმის სამსახურის უფროსი ნონა გოშაძე და კომპანიის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ნათია ნოღაიდელი რეგიონის რამდენიმე კლინიკას ესტუმრნენ. შეხვედრაზე საექთნო გუნდის პროფესიონალიზმსა და იმ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრეს ,რომელიც ექთნებმა პანდემიასთან ბრძოლაში შეიტანეს და ახლაც თავდაუზოგავად აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. კომპანიის წარმომადგენლებმა ტრადიციულად მადლობის სიგელები და სიმბილური საჩუქრები გადასცეს კოლეგებს. წელს კომპანიამ, განსაკუთრებული მადლიერება გუნდის უხუცესი ექთანის ელდინო შაშიაშვილი -უტიაშვილის მიმართ გამოხატა, რომელიც 60 წელია ამ პროფესიას ემსახურება და “ჯეო ჰოსპიტალსი”-ის დაარსების დღიდან არის კომპანიის გუნდის ღირსეული წევრი.
“ჯეო ჰოსპიტალსი” წლებია რაც ტრადიციულად აღნიშნავს სხვადასხვა აქტოვობებითა და სიმბოლური საჩუქრებით ექთნის საერთაშორისო დღეს.
ჯეო ჰოსპიტალსის საექთნო საქმის სამსახურის უფროსის-ქალბატონი ნონა გოშაძის ორგანიზებით, ჯეო ჰოსპიტალსის ექთნებიც დაესწრნენ ამ ღონისძიებას. შეხვედრაზე მკაფიოდ იყო ხაზგასმული საექთნო რგოლის უდიდესი წვლილის შესახებ პაციენტთა მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესში. შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-მა მიულოცა პროფესიული დღე ექთნებს ქსელის მასშტაბით და გადასცა მათ სიმბოლური საჩუქრები.