15 სექტემბერს „ჯეო ჰოსპიტალს”-ის რეგიონული ქსელის მასშტაბით მორიგი ონლაინ სემინარი ჩატარდა

15 სექ, 2020

განხილვის მთავარი თემა მიმდინარე ეპიდ. სიტუაციის ფონზე, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით განახლებული მოთხოვნები და რეგულაციები იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სტაციონარული დაწესებულების ხელმძღვანელებმა, ხარისხის მართვის მენეჯერებმა, ინფექციის კონტროლის სპეციალისტებმა ეპიდემიოლოგებმა. სემინარის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კორონავირუსულ ინფექციებზე რეაგირების გეგმები, სამედიცინო პერსონალის პრევენციასთან, პაციენტთა ტრიაჟთან, შეფასებასთან, განთავსებასთან დაკავშირებული და ინდივიდუალური დაცვის, სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალებების მარაგების შექმნის საკითხები.

როგორც ,, ჯეო ჰოსპიტალსი-ს ,, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ნოღაიდელმა აღნიშნა ქსელის მასშტაბით პერმანენტულად მიმდინარე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოში მოქმედი რეგულაციების თანახმად მომზადებული, მუდმივად განახლებადი ტრენინგები ხელს უწყობს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის მზაობის ამაღლებას კორონავირისული ინფექციისაგან სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების დაცვის კუთხით. დაგეგმილია ანალოგიური სემინარის ჩატარება ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვისთვისაც.