2 ივნისს ბორჯომის სამედიცინო ცენტრში უფასო სამედიცინიო აქცია გაიმართა

03 ივნ, 2021

შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში 2 ივნისს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ბენეფიციარებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გასტროფიბროსკოპიული მიმართულებით სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურეობა განხორციელდა.

სამედიცინი მომსახურების ფარგლებში, ადგილზე მოსულ მსურველებს ჩაუტარდათ კუჭის, საყლაპავის და თორმეტგოჯა ნაწლავის უფასო კვლევევები, რაც საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, რეფლუქს ეზოფაგიტი, საყლაპავის ვენების ვარიკოზი, გასტრიტი, დუოდენიტი, ავთვისებიანი სიმსივნეების წინამორბედი დაავადებები და სხვა.

კვლევების პარალელურად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყო ქირურგის (ექიმი გოჩა კინწურაშვილის), გასტროენტეროლოგის (ექიმი ნატალია ბოცვაძე) უფასო კონსულტაცია. აქციის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში, რიგ პაციენტებს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიური კვლევებიც ჩაუტარდათ.

კომპანია “ჯეო ჰოსპიტალსის” მენეჯმენტის გადაწყვეტილებით , ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ყოველ ოთხშაბათს, ქირურგ გოჩა კინწურაშვილთან, ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებით მომსახურების შესაძლებლობა ექნებათ.