2016 წლის 1 იანვარს მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში დაიბადა 5 ახალშობილი

05 იან, 2016
2016 წლის 1 იანვარს მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ ცენტრში დაიბადა 5 ახალშობილი, რომელთაგანაც 3 იყო აზერბაიჯანული ეროვნების, ხოლო 2 ქართველი. ჯეო ჰოსპიტალსმა გადასცა მათ სიმბოლური საჩუქრები, პრემიუმ ბრენდ ,,ბიოლაინი’’-ს სასაჩუქრე ნაკრები. ამავე დღეს მარნეულის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში- ზოგად ქირურგს – ბატონ ბუჭა არჩვაძეს, მისი დამსახურებების გამო გადაეცა სიმბოლური საჩუქრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკური და საოპერაციო მართვის დეპარტმენტის წარმომადგენლები.

 

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა 4 იანვარს და გაშუქდა მარნეულის ადგილობრივ ტელევიზია- მარნეული ტვ-ში.