50 წელი პროფესიაში

26 დეკ, 2025

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის  საექთნო მიმართულების ინიცირებით და მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ჰოსპიტლის ქირურგიული მიმართულების ექთანს – იამზე არჯევანიძეს „საპატიო ექთნის “წოდება მიენიჭა. „ჯეოს“ გუნდმა მისი ერთგულების და ღირსეულად გავლილი პროფესიული წლებისთვის გუნდმა მადლიერების გამოხატვა განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებით გადაწყვიტა.   

,,წლის მიწურულს, როდესაც განვლილი გზა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ და მნიშვნელოვნად იკვეთება, კიდევ ერთხელ გვიჩნდება შესაძლებლობა შევაფასოთ ადამიანების პროფესიული ღვაწლი, ერთგულება და ადამიანური ღირებულებები. იუბილესთან დაკავშირებით,  “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგიული მიმართულების ექთნის იამზე არჯევანიძის მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა და ექთნად მოღვაწეობის გრძელი, ღირსეული გზა განსაკუთრებული შეფასების საგანი გახდა. მისი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა წლების განმავლობაში წარმოადგენდა ექთნის პროფესიის საუკეთესო გამოხატულებას – ცოდნის, გამოცდილების, თანაგრძნობისა და მაღალი პროფესიული ეთიკის ერთიანობას“, – ასე  გამოხატეს განსაკუთრებული ემოცია კოლეგებმა მადლიერების წერილში, რომელიც იამზე არჯევანიძეს  საკუთარ იუბილეზე, სიმბოლურ საჩუქართან ერთად  გადასცეს.  

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს სამედიცინო ცენტრის  საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსმა ნონა გოშაძემ და კლინიკის მთავარმა ექიმმა, მთელი გუნდის სახელით მიულოცეს იუბილარს დაბადების დღე და ღირსეული ტიტული: ,,გულითადად ვულოცავთ იამზე არჯევანიძეს ამ დამსახურებულ აღიარებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ძალას, პროფესიულ ენერგიასა და მომავალშიც ისეთივე ღირსეულ გზას, რომელიც ექთნის პროფესიას სძენს ღირსებას, ადამიანებს – ნდობას, ხოლო ჩვენს კლინიკას – სიამაყეს.“