7 ძირითადი საკვები, რომელიც დაგიცავთ დეჰიდრატაციისგან და შიმშილისგან
ზაფხულის პერიოდში აუცილებელია სითხის მიღება, რათა თავი დაიცვათ დეჰიდრატაციისგან.
- კიტრის 95%-ს შეადგენს წყალი. კიტრი ასევე ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
- ნიახური შეიცავს K ვიტამინს, კალიუმს. მისი შემადგენლობის 95% წყალია.
- სალათის ფოთლების 91%-ს შეადგენს წყალი.
- ყაბაყი მდიდარია წყლის შემცველობით, ასევე შეიცავს ბეტა კაროტინს, გააჩნია ანტიოქსიდანტური ეფექტი. აუმჯობესებს მხედველობას.
- საზამთროს 91%-ს შეადგენს წყალი. ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, იცავს კანს მზის სხივებით გამოწვეული დაზიანებისგან.
- მარწყვის 91%-ს შეადგენს წყალი. მარწყვი მდიდარია ფლავონოიდებით, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
- ყვავილოვანი კომბოსტოს 92%-ს შეადგენს წყალი. მდიდარია C და K ვიტამინებით.