გოგა და თენგიზ ბახტაძეების გადარჩენილი მორიგი სიცოცხლე და აღმოჩენილი იშვიათი პათოლოგია
,,არ დამავიწყდება ის წუთები როცა პაწაწინა შვილი განდეთ და ის წუთი,როცა ჯანმრთელი დამიბრუნეთ! როგორც დანის დედა, სავსე ვარ უსასრულო მადლიერების გრძნობით, შემდეგ კი სიამაყით,ასეთი სასწაული ქართველი ქირურგების გამო,რომ დაუფიქრდე, ეს ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი, თან როგორი თავმდაბალი ადამიანები რა სასწაულებს აკეთებენ საოპერაციოში.გმირობაა აბა რა არის?.. არასოდეს დანებდეთ!!!როცა ბავშვს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მშობლებს ყველანაირი იმედი გადაგვიწურეს, რაღაც მომენტში გვეგონა რომ დედამიწა გაჩერდა, მაგრამ დანიელის სიცოცხლისთვის ბრძოლის დანებებას არ ვაპირებდით…“- ასე გამოხატავს პატარა წლინახევრის დანიელის დედა თავის ემოციებს და მადლიერებას ექიმთა იმ გუნდის მიმართ ვინც დანიელს სიცოცხლე აჩუქა.
ჯეო ჰოსპიტალსის ბავშვთა პედიატრიული განყოფილების ქირურგების: გოგა ბახტაძის, თენგიზ ბახტაძის, ანესთეზიოლოგ ლ. ლობჯანიძეს ძალისხმევით პატარა პაციენტს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც ამოიკვეთა გიგანტური ზომის პათოლოგიური წანაზარდი. შემოსვლისთანავე ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგიულ დეპარტამენტში პატარა დანიელს, ხელახალი, სიღრმისეული კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც სწორი ნაწლავის სიმსივნე გამოირიცხა! დიაგნოზის თანახმად ბავშვს , აღმოაჩნდა უიშვიათესი თანდაყოლილი პათოლოგია, სწორი ნაწლავის კისტოზური გაორება, რომელიც შეადგენს ნაწლავის გაორებების სულ 4%-ს. (აღსანიშნავია, რომ სულ ნაწლავის გაორების სიხშირე
0, 02%-ამ რაოდენობაში იგულისხმება უსიმპტომოდ მიმდინარე გაორების ფორმებიც) .
ოპერაციის სირთულეს წარმოადგენდა წარმონაქმნის გიგანტური ზომები და მჭიდრო შეხორცებები. არსებული პათოლოგიისა და სწორი დიაგნოზის შედეგად ოპერაციული ჩარევა განხორციელდა უკანა საგიტალური მიდგომით.
ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაორებული ნაწილი ამოიკვეთა და პათოლოგიური წარმონაქმნისგან გათავისუფლდა ხერხემლის ნაწილი და მიმდებარე ორგანოები, რომლებთანაც აღნიშნული წარმონაქმნი იყო მჭიდროდ შეხორცებული.
პაციენტი კლინიკიდან ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღეში გაეწერა პატარა დანიელმა წარმატებით გაირა პოსტოპერაციული პერიოდი. ჯეო ჰოსპიტალსში მოხვედრის ისტორია, კი რამდენიმე თვით ადრე იწყება, რასაც წინ უძღოდა უცხოეთსა და საქართველოს კლინიკებში ჩატარებული უშედეგო კვლევები და ოპერაციები. როგორც დანიელის დედა იხსენებს ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის სამედიცინო ცენტრს ახლობლების რეკომენდაციით და რჩევით მომართეს.
პატარა დანიელი კლინიკაში მომართვამდე თვეების განმავლობაში იტანჯებოდა ძლიერი ტკივილებით მუცლის არეში, ბავშვს სისტემატურად აწუხებდა ყაბზობა, შარდვის შეფერხება, შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უნარი, ვერ დადიოდა. სწორად დასმული დიაგნოზისა და წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ყველა არსებული ჩივილები მოხსნილი აქვს დღეს დანიელმა წარმატებით გაირა მორიგი საკონტროლო შემოწმება და საბერძნეთში სრულად გამოჯანმრთელებული მიემგზავრება.