48 წლის მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუსაბამო 3 დიაგნოზი დაუდგინდა ,უკვე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა
,,ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ , რომ ამას ვწერ და აქ ვარ…კიდევ ერთხელ მივხვდი სიცოცხლის და კარგი ექიმის ძალას…“ -ამ სიტყვებით გამოხატავს თავის მადლიერებასა და ემოციას ახალგაზრდა მამაკაცი , რომელსაც 3 სხვადასხვა სასიკვდილო დიაგნოზი აღმოაჩნდა და დღეს უკვე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა .
ჯეო ჰოსპიტალსის ექიმთა გუნდის 2 კვირიანმა შეუპოვარმა ბრძოლამ 48 წლის მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა. ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრში 24 მარტს ,კატასტროფის ბრიგადამ გარდაბნის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკიდან , მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტის დიაგნოზით 48 წლის ზ.ტ , შემოიყვანა. მიმღებ განყოფილებაში მომზადების შემდეგ პაციენტთან კათეტერიზაციის ლაბორატორიაში სასწრაფო კორონაროგრაფიული კვლევა დაიწყო რა დროსაც დაფიქსირდა სრული წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, ადგილზე მოხდა დროებითი კარდიოსტიმულატორის ხოლო მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ კი მარჯვენა კორონარული არტერიის ანგიოპლასტიკა სამი წამლით დაფარული სტენტის იმპლანტაციით.წარმატებით განხორციელებული ინტერვენციის მიუხედავად , არსებული დიაგნოზისა და მძიმე თანმხლები დაავადების გამო პაციენტის მდგომარეობა კვლავ უმძიმესი იყო და მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდა.მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის შემდეგ მოხდა დისპოზიცია ინტენსიური კარდიოლოგიის ბლოკში.
ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური და თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ჩიგოგიძე:
,,მიუხედავად დროული ჩარევისა პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა მძიმე,რამდენიმეჯერ განვითარდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდი,მაინც ვეძებდი მისი სიმძიმის მიზეზს და მორიგი გულის ულტრასონოგრაფიის შემდეგ ვიპოვე კიდეც …მწვავე პულმონური ემბოლია რომელმაც კვლავ დაგვაკარგვინა მოსვენება,,
ექიმების ძალისხმევით რამდენიმე დღეში ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა შედარებითი დასტაბილურდა .შესაბამისი მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავ ნარჩუნდებოდა წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, რის გამოც ჩატარდა მუდმივი ხელოვნური რიტმის წამყვანი აპარატის (პეისმეიკერის) იმპლანტაცია. უსწრაფესად მიღებული პროფესიული გადაწყვეტილებისა და პროცესის სწორად წარმართვის, ექიმთა გუნდის დაუზოგავი შრომის შემდეგ პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში ბინაზე 14 დღეში გაეწერა.
კარდიო ინტერვენციონისტი: ანდრო სულაძერე
ანიმატოლოგები: ნიკა ქარცივაძე,ლევან ჭელიძე ,ნინო ცეცხლაშვილი.
კარდიოლოგთა გუნდი:
ირაკლი მეგრელაძე, მაია ჩიგოგიძე, გიგა დუნდუა,ეკა გედენიძე,ნონა ხარატიშვილი
უმცროსი ექიმი:ზურა მაღლაკელიძ
არითმოლოგი:ლევან სულაქველიძე
24 საათიან რეჟიმში მზრუნველი მედდებისა და დამხმარე პერსონალის ჯგუფი.