ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეული სამეცნიერო კონფერენციით დასრულდა.
ლაბორატორიული მეცნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები, ჯეო ჰოსპიტალსის ექიმ ლაბორანტთა გუნდმა სამეცნიერო კონფერენციით შეაჯამა.ღონისძიების ფარგლებში კოლეგებმა მაღალტექნოლოგიური კვლევების, საერთაშორისო გამოცდილების და დიაგნოსტიკის კუთხით არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენცია „ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელობა კლინიკურ პროცესებში“, თბილისში 29 აპრილს გაიმართა.
კონფერენციას ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით მოქმედი ექიმ-ლაბორანტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებს პროფესიული დღესასწაული ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ მიულოცა და ქსელის მასშტაბით დაგეგმილი სიახლების შესახებაც ისაუბრა.,,ეს კონფერენცია არ ატარებს მხოლოდ პროფესიული დღესასწაულის ფორმატს, ეს არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს სიახლეები და საკუთარი გამოცდილება , ასევე კოლეგებს საშუალება მივცეთ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობის , რადგან ჯეო ჰოსპიტალსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 სამედიცინო ცენტრით არის წარმოდგენილი და ასეთი შესაძლებლობა , როცა ჩვენი ექიმ ლაბორანტები დაუღალავად ემსახურებისან 24/7ზე ჩვენს მოსახლეობას ვფიქრობთ კარგი ფორმატია შეხვედრისთვის და ურთიერთობებისთვის“-განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ .
,,კვირეულის ფარგლებში გავამახვილეთ ყურადღება ლაბორატორიული სერვისების ხარისხზე , კონფერენციის ერთერთი მთავარი თემაც ასევე ეხებოდა,ლაბორატორიული სერვისების შიდა და გარე ხარისხის შეფასების პროცედურებს , რაც გულისხმობს სტანდარტიზაციასა და მათ უზრუნველყოფას „-აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა კონფერენციის თემების მიმოხილვისას.
“ლაბორატორიული მედიცინა არის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მიწოდების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ მიმართულებით დასაქმებული პროფესიონალთა გუნდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სწორი დიაგნოსტირებისა და წარმატებული მკურნალობის პროცესში. სწორედ ამ ადამიანების დასაფასებლად, დაუღალავი ძალისხმევის მადლიერების გამოხატვის მიზნით, მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს, რომელსაც ჯეო ჰოსპიტალსიც შეუერთდა, – განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაფიანიძემ.
კონფერენციის მთავარ თემებზე პრეზენტაციები წარადგინეს: ჯეო ჰოსპიტალსის სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა,ჯეო ჰოსპიტალსის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაფიანიძემ.ჯეო ჰოსპიტალსის საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსმა ნონა გოშაძემ, ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან ფარქოსაძემ, გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ეკა თედელაურმა, ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკური სამსახურის მენეჯერი/ლაბორატორიული მიმართულება, მცხეთის მრავალმა თეა კერესელიძე ,პროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა თეა კერესელიძემ, ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ძველიშვილმა.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში განხილული მთავარი თემები იყო:
- ლაბორატორიული სერვისების ხარისხი – რეალობა და გამოწვევები
- ლაბორატორიული უსაფრთხოება პრეანალიზურ ეტაპზე
- კარდიული მარკერები
- ფარისებრი ჯირკვლის ჰათოლოგიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
- ალფა ფეტოპროტეინის (AFP) როლი გენეტიკური მუტაციების გამოვლენისას ორსულობის პერიოდში
- შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი
- ამიაკის კვლევის მნიშვნელობა ღვიძლის დაავადებების მართვაში
ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეული წელს 47 -ედ აღინიშნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯეო ჰოსპიტალსის გუნდმა კვირეული სხვადასხვა აქტივობებით და სამეცნიერო ტრენინგებით აღნიშნა, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა ძვირად ღირებული ლაბორატორიული სამედიცინო სერვისები, განსაკუთრებული აქციების და ფასდაკლების შეთავაზების ფარგლებში. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამადლობელი სიგელები და სერტიფიკატები.კონფერენციის გენერალური სპონსორია კომპანია M-TECH. იგი არის სხვადასხვა მოწინავე სამედიცინო აღჭურვილობისა და მოწყობილობების დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ბიოსამედიცინო საინჟინრო.
https://bit.ly/44objYq
https://bit.ly/3nfRuSn
https://bit.ly/40QdWPC