ჯეო ჰოსპიტალსი ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს
ჯეო ჰოსპიტალსი უერთდება ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულს,(24-29 აპრილი) რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით მოქმედ კლინიკებსა და ამბულატორიულ ცენტრებში სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს გამართავს. კვირეულს კი დაასრულებს ჯეო ჰოსპიტალსის ორგანიზებით დაგეგმილი სამეცნიერო კონფერენცია „ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელობა კლინიკურ პროცესებში“, რომელიც თბილისში 29 აპრილს გაიმართება.
კონფერენციას, ჯეო ჰოსპიტალსისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწვეული ლაბორატორიული მიმართულებით დასაქმებული სამედიცინო პერსონალი დაესწრება.
ქვეყნის ერთერთი ყველაზე მძლავრი ჰოსპიტალური ქსელი, კვირეულის ფარგლებში, საკუთარ მომხმარებელზეც ზრუნავს და ერთი კვირის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევების მიმართულებით, სხვადასხვა მასშტაბურ აქციებს სთავაზობს.
,,ლაბორატორიული მედიცინა არის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მიწოდების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ მიმართულებით დასაქმებული პროფესიონალთა გუნდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სწორი დიაგნოსტირებისა და წარმატებული მკურნალობის პროცესში. სწორედ ამ ადამიანების დასაფასებლად, დაუღალავი ძალისხმევის მადლიერების გამოხატვის მიზნით, მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს, ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს, რომელსაც ჯეო ჰოსპიტალსიც უერთდება“ – განაცხადა ჯეო ჰოსპიტალსის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაფიანიძემ.
ჯეო ჰოსპიტალსის ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციას „ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელობა კლინიკურ პროცესებში“, კომპანიის კლინიკური დირექტორი კახა გზობავა გახსნის. კონფერენციის ფარგლებში კოლეგები საკუთარ გამოცდილებასა და ლაბორატორიული მიმართულებით არსებულ სიახლეებს განიხილავენ.
კონფერენციის მთავარი თემებია:
- ლაბორატორიული სერვისების ხარისხი – რეალობა და გამოწვევები
- ლაბორატორიული უსაფრთხოება პრეანალიზურ ეტაპზე
- კარდიული მარკერები
- ფარისებრი ჯირკვლის ჰათოლოგიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
- ალფა ფეტოპროტეინის (AFP) როლი გენეტიკური მუტაციების გამოვლენისას ორსულობის პერიოდში
- შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი
- ამიაკის კვლევის მნიშვნელობა ღვიძლის დაავადებების მართვაში
კონფერენციაზე პრეზენტაციებითა და მოხსენებებით წარდგებიან: ლელა ქაფიანიძე -ჯეო ჰოსპიტალსის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, ნათია ნოღაიდელი -ჯეო ჰოსპიტალსის სტრატეგიული განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი, ნონა გოშაძე -ჯეო ჰოსპიტალსის საექთნო საქმის განვითარების სამსახურის უფროსი, ქეთევან ფარქოსაძე – ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, ეკა თედელაური – გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, თეა კერესელიძე -ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკური სამსახურის მენეჯერი/ლაბორატორიული მიმართულება, მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი, ნინო ძველიშვილი -ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონფერენციის გენერალური სპონსორია კომპანია M-TECH. იგი არის სხვადასხვა მოწინავე სამედიცინო აღჭურვილობისა და მოწყობილობების დისტრიბუტორი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ბიოსამედიცინო საინჟინრო მომსახურებას.