ნათია ნოღაიდელი: ,,USAID-თან ერთად ჯეო ჰოსპიტალსი ახალი სასწავლო პროგრამით და ცენტრებით, საექთნო პერსონალის გადამზადებას ევროპული საგანმანათლებლო გამოცდილებით უზრუნველყოფს“
ჯეო ჰოსპიტალსი და USAID-ი უკვე მეორე წელია რაც წარმატებით თანამშრომლობს უმნიშვნელოვანესი პროექტების ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ჯეო ჰოსპიტალსის ქსელმა საქართველოში პირველად აამოქმედა საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების სპეციალიზაციის ცენტრი.
პროგრამების მნიშვნელობასა და საჭიროებებზე , კომპანიის მხრიდან განხორციელებულ აქტივობებზე ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა ,,ბი-ემ-ჯის ,,საქმიან დილაში“ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით მნიშვნელოვანია , რომ პირველად საქართველოში, საგრანტო პროექტების ფარგლებში 4 სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა და აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სასწავლო მულაჯებით . უკვე შეიქმნა სასწავლო პროგრამები პოლონეთში მოქმედი კურიკულუმების მიხედვით და მზად არის ქართულენოვანი ვერსიაა. აღნიშნული ჯეო ჰოსპიტალსსა და კრაკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
,, გადამზადება, სწავლება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდება. მნიშვნელოვანია რომ ექთნები შეძლებენ, შეიძინონ 3 ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი, რაც მათი კარიერული ზრდის და უკეთესი დასაქმების საწინდარია.“-აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორზეც რომ , პროგრამები ხელს შეუწყობს რეგიონში დასაქმების შესაძლებლობას , ამავდროულად მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ პრობლემებს რაც დღეს საექთნო განათლებასა და ჯანდაცვის რეალურ საჭიროებებს შორის არსებობს, იმის გათვალისწინებითაც ,რომ ის სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ამ პროექტის ფარგლებში კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება.