ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ონკო-გინეკოლოგიურ მიმართულებას ნიკოლოზ სარაული უხელმძღვანელებს.
ჯეო ჰოსპიტალსის გუნდს კიდევ ერთი პროფესიონალი შემოუერთდა. ნიკოლოზ სარაული ჯეო ჰოსპიტალსის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ონკო-გინეკოლოგიურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. ნიკოლოზ სარაული გახლავთ ონკო-გინეკოლოგი, ურო-გინეკოლოგი, გინეკოლოგი ქირურგი ენდოსკოპისტი, მას აქვს მრავალ წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით . საექიმო პროფესიული საქმიანობის გარდა, ნიკოლოზი ქვეყნის წამყვან კლინიკებში მენეჯერულ პოზიციებსაც იკავებდა.ის წლებია , ასევე ჩართულია ინ ვიტრო პაციენტების ქირურგიულ მკურნალობაში. ნიკოლოზ სარაულს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც მან სწავლა და პროფესიული უნარების განვითარება უცხოეთის წამყვან სამედიცინო სასწავლებლებში გააგრძელა. ის დღემდე წარმატებით უზიარებს საკუთარ გამოცდილებას თავის უცხოელ კოლეგებსაც. ნიკოლოზ სარაულს არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატრებული სხვადასხვა ქვეყნის კლინიკაში, სადაც ის მიწვევით იმყოფებოდა.