ჯეო ჰოსპიტალსა და ილიაუნს შორის უერთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27 მარ, 2024

25 მარტს ჯეო ჰოსპიტალსსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის 5 წლიანი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს მედიცინის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული უნარ-ჩვევები კლინიკის სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე განავითარონ. ასევე, ადგილზე ჩართულობით სამეცნიერო კვლევები და ერთობლივი პროექტები აწარმოონ .
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჯეო ჰოსპიტალსის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაია ხომერიკმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან დარახველიძემ.
ხელმოწერის ცერემონია ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გაიმართა, რომელსაც ილიაუნის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი ივანე აბიათარი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ელენე ჟურავლიოვა და კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
ჯეო ჰოსპიტალსის სტარატეგიული განვითარებისა და ხარისხის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ნოღაიდელი: ,,ურთიერთანამშრომლობა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრივ მისასალმებელია საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირება, რაც საშუალებას იძლევა ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკის ბაზაზე უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა“ სტუდენტთა სასწავლო პროცესის და კლინიკური პრაქტიკის განხორციელების უწყვეტობა უზრუნველყოს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე: ,,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩვენი სტუდენტებისთვის უმაღლესი დონის საგანმანათლებლო სერვისების მიღების შესაძლებლობა გაჩნდა, ჯეო ჰოსპიტალსს კი პარტნიორის რანგში ჩვენთან ერთად დიდი კვლევითი გრანტების განხორციელება შეუძლია.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და იმ დეტალებზე ისაუბრეს , რაც მაქსიმალურად ეფექტურს გახდის საუნივერსიტეტო კლინიკის ფორმატში სტუდენტთა სასწავლო პროცესის და კლინიკური პრაქტიკის განხორციელების უწყვეტობას.მემორანდუმის თანახმად სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება კლინიკური დისციპლინების მიხედვით, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით – მაქსიმუმ 700 სტუდენტის ფარგლებში

https://rb.gy/touw80