ნეიროკოგნიტიური დარღვევები: მეხსიერების და აზროვნების უნარის დაქვეითება

02 აპრ, 2024
  • მეხსიერების და აზროვნების უნარის დაქვეითება, მეცნიერული ტერმინოლოგიით „დემენცია“,  ხალხური ტერმინოლოგიით „სკლეროზი“ – გლობალურად წარმოადგენს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მზარდ და გადაუჭრელ პრობლემას.
  • პრობლემის მზარდი ხასიათი უკავშირდება გლობალურად სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გაზრდას, აგრეთვე რამდენადმე ირიბად და პარადოქსალურად – გულსისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში არსებულ მიღწევებს (სიკვდილობის შემცირების კვალდაკვალ).
  • რისკის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ხანდაზმულობა და მემკვიდრეობის ფაქტორი – როგორც არამოდიფიცირებადი ფაქტორები, აგრეთვე არტერიული ჰიპერტენზია (წნევა), უმოძრაობა, ზოგიერთი სოციალური ფაქტორი (თამბაქო, აკოჰოლი, ნარკოტიკები), ქოლესტეროლი, ჰიპოთიროიდიზმი, ზოგიერთი ინფექცია (ბორელია, სიფილისი, აივ), ავიტამინოზი – როგორც მოდიფიცირებადი ფაქტორები.
  • დემენცია შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი სქესის, წარმომავლობის, ენიკურობის, რასის, სოციალური სტატუსის, განათლების დონის და გავლენის მქონე ადამიანს.
  • მეხსიერების და აზროვნების უნარის დაქვეითება მსუბუქი ფორმით (MCI – მსუბუქი კოგნიტიური დისფუნქცია) შესაძლოა ნორმალური ხანდაზმულობის ამსახველი იყოს, თუმცა ასეთ შემთხვევათა 70%-ს უვითარდება სხვადასხვა ხარისხის კოგნიტიური დეფიციტი („დემენცია“ ანუ „სკლეროზი“).
  • ყველაზე ხშირად დემენცია ასოცირდება ალცჰაიმერის დაავადებასთან, თუმცა ვასკულარული (სისხლძარღვოვანი) მიზეზი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს – მასზე სამკურნალო გავლენის შესაძლებლობის გათვალისწინებით (პრევენცია, მკურნალობა).
  • დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებების დანერგვამ (კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) გამოავლინა, რომ ინსულტების მნიშვნელოვანი წილი – ე.წ. „მიკროინფარქტები“ – ვითარდება უსიმპტომოდ, თუმცა უკვალოდ არ ივლის, რადგან განაპირობებს დემენციის განვითარების ვასკულარულ (სისხლძარღვოვან) კომპონენტს.  

                                დემენციის მედიკამენტური პრევენცია:

  • არ არსებობს.
  • აქცენტი მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორებზე: არტერიული ჰიპერტენზია (წნევა), უმოძრაობა, ზოგიერთი სოციალური ფაქტორი (თამბაქო, აკოჰოლი, ნარკოტიკები), ქოლესტეროლი, ჰიპოთიროიდიზმი, ზოგიერთი ინფექცია (ბორელია, სიფილისი, აივ), ავიტამინოზი.
  • დემენციის მკურნალობა:
  • ეფექტურია – შექცევადი მიზეზობრივი ფაქტორის შემთხვევაში (ჰიპოთირეოზი, ინფექცია, ავიტამინოზი).
  • შესაძლებელია – დეპრესიის გავლენის (ე.წ. „ფსევდოდემენციის“) შემთხვევაში.
  • ძნელად სამართია – ალცჰაიმერის და სხვა ორგანული პათოლოგიების შემთხვევაში.

            ხშირად დასმული კითხვები

            1. რა არის დემენცია?

  • კოგნიტიური (მეხსიერების და აზოვნების)  ფუნქციების დეფიციტი (სწრაფი ან თანდათანობრივი)  სხვადასხვა მიზეზობრივი ფაქტორის  გავლენით.
  • ორგანული – პროგრესირებადი და შეუქცევდი დაავადებების შედეგად.
  • შექცევადი – სიტუაციური, დეფიციტის(ჰიპთირეოზი, ავიტამინოზი, სხვა)  ან სტრესორული ფაქტორების შედეგად.
  • 2. რამდენად ხშირია დემენცია მსოფლიოში და საქართველოში?
  • სიხშირის გამოსათვლელად ტარდება ეპიდემიოლოგიური კვლევები.
  • სტატისტიკური გათვლებით მსოფლიოში  ამჟამად 38 მლნ-მდე ადამიანი ავადობს.
  • ტენდენცია მზარდია.
  • საქართველოში კვლევები არ არის ჩატარებული.
  •  
  • 3 . რა სიმპტომებით ვლინდება დემენცია
  • მოკლე-ვადიანი მეხსიერების დეფიციტი.
  • დეზორიენტაცია/კონფუზია.
  • მეტყველების და ასოციაციების შეფერხება.
  • სოციალიზაციის შეფერხება.
  • პათოლოგიური ფსიქოლოგიური პროდუქცია/ქცევის დევიაცია (გადახრა)

4. რა უნდა მოიმოქმედოს პაციენტმა/ოჯახის წევრმა

  • გაიაროს ნეიროფსიქოლოგიური შემოწმება.
  • მოიძიოს ინფორმაცია, მათ შორის  online.

5. როგორია დემენციის გამოსავალი?

ზოგჟერ პოზიტიური / ან დროებით პოზიტიური.

საინტერესო   ფაქტები:

  • 1955 წელს (მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში) სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა იყო 48 წელი; 1995 წელს (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში) სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა იყო 65 წელი; 2025 წელს (გათვლებით)სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა იქნება 73 წელი; და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში იგი აღარ იქნება 50 წელზე დაბალი.
  • 2015 წლამდე 65 წელზე უფროსი მოსახლეობა გლობალურად 390 მილიონიდან გაიზრდება 800 მილიონამდე, რაც მოსახლეობის 10%-ს შეესაბამება.
  • სიცოცხლის განმავლობაში დემენციის განვითარების რისკი თითქმის ისევე მაღალია (14%, აქედან 73% – ალცჰაიმერის დაავადება), როგორც ინსულტის განვითარების რისკი (18%, აქედან 86% – იშემიური ხასიათის).