ჯეო ჰოსპიტალსის სასწავლო ცენტრი 26-27 დეკემბერს ტრენინგს მართავს.

17 დეკ, 2024

“ჯეო ჰოსპიტალს”-ის სასწავლო ცენტრი ნევროლოგებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში, ტრენინგს აანონსებს. სასაწავლო ცენტრის ორგანიზებით 26-27 დეკემბერს მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ სალექციო კურსს თემაზე : „ინსულტის ამოცნობა, სიმძიმის შეფასება და ეფექტური მართვის მეთოდები“. პროგრამის ხელმძღვანელია ჯეო ჰოსპიტალსის ნევროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ნევროლოგი კახაბერ ახვლედიანი.

პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, რაც მათი ხარისხის გარანტია. ყველა რეგისტრირებულ ექიმს მიენიჭება 12 კრედიტ ქულა.

ტრენინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი , ტელეფონის ნომერი ჯეო ჰოსპიტალსის ელექტრონულ ფოსტაზე info@gh.ge ტრენინგის საფასური შეადგენს 220 ლარს.