„რითმის დარღვევების დიაგნოსტიკა და მართვა კარდიოლოგის და ოჯახის ექიმის კლინიკურ პრაქტიკაში“

27 ივნ, 2025

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის არითმოლოგიური სამსახურის ინიციატივით ორგანიზებული კლინიკურ კონფერენციაზე „რითმის დარღვევების დიაგნოსტიკა და მართვა კარდიოლოგის და ოჯახის ექიმის კლინიკურ პრაქტიკაში“ დარგის პროფესიონალებმა თანამედროვე არითმოლოგიის მიმართულებით არსებულ სიახლეები, გულის რითმის დარღვევის მქონე პაციენტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები განიხილეს.

კონფერენციაზე „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კახეთის კლინიკების კარდიოლოგებს, ოჯახის და ემერჯენსის ექიმებს თანამედროვე არითმოლოგიის და თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ახლადგახსნილი ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორიის შესაძლებლობები გააცნეს, თუ როგორ შეიძლება რითმის დარღვევების მქონე პაციენტების სწორად მართვა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

კონფერენციის მონაწილეებს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს კლინიკური დირექტორი კახაბერ გზობავა და თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით თოთაძე მიესალმნენ.

სპიკერები და თემები:
„ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს კარდილოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრმა ხათუნა ჯალაბაძე

 „როდის გვახსენდება არითმოლოგის შესახებ: რითმის დარღვევების და გულის უკმარისობის მართვის თანამედროვე სტანდარტები“
 „გულის უკმარსობის მქონე პაციენტების ტრიაჟი და მართვა“

„ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ევროპის გულის უკმარისობის, მწვავე კარდიოლოგიური დაავადებებისა და გამომსახველობითი ასოციაციის წევრი მაია ჩიგოგიძე
 „კანდესარტანის როლი კარდიოვასკულარული დაავადებების მართვაში“

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ის კლინიკური მენეჯერი, კარდიოლოგი ხათუნა ბარბაქაძე

 “ინდივიდუალური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მკურნალობისას”

საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის ახალგაზრდა ელექტროფიზიოლოგების ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, რითმოლოგი, მინდია ბუცხრიკიძე

 „სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია – მედიკამენტი თუ აბლაცია, მოცდა თუ ჩარევა“

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის არითმოლოგიური სამსახურის რეზიდენტი გიორგი მეფარიძე

 „წინაგულთა ფიბრილაცია, წინაგულოვანი ტაქიკარდია – ინვაზიური ჩარევის (აბლაციის) ჩვენებები. როგორ ვმართოთ პაციენტი?“

ფარმაცევტული კომპანია „შტადას“ პროდაქტ- მენეჯერი ლალი სოზიაშვილი

 კომპანია "შტადა" და კარდიოლოგია