ფერადი გმირები ყველაზე პატარებისთვის

01 ივნ, 2025

გამომცემლობა პალიტრა L-თან და გიორგი კეკელიძესთან კოლაბორაციის ფარგლებში “ჯეო ჰოსპიტალსმა” სასწაულები რეალობად უქცია მათ, ვისაც ჯერ კიდევ ეგონა რომ ყველაზე ძლიერი არ იყო. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს გიორგი კეკელიძის “თომას ზღაპრები”-ს და “აპანი” -ს ფერადმა გმირებმა მიულოცეს.

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით თოთაძე: ,,ყველა ჩვენთაგანი დიდი ბავშვია და ყველაზე ტკბილი მოგონებებიც ამ წლებს უკავშირდება. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როცა პატარა ხვდება კლინიკაში მისი მოგონება არა შიშს, არამედ კეთილი ჯადოქრების სასწაულებს უკავშირდებოდეს. პატარები ჩვენგან კიდევ უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და უშიშრები მიდიან!”

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპატრამენტის ხელმძღვანელი ბესო ზენაიშვილი: “ჩვენი პროფესია სიცოცხლის სადარაჯოზე დგომაა. სიცოცხლის მთელი არსი კი ბავშვია! ეს არის ის სულისკვეთება და განწყობა, რაც ჩვენი დეპარტამენტის პროფესიონალებს კიდევ უფრო აძლიერებს! ჩვენ ვქმნით ჯანმრთელ მომავალს და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა”.