„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდს ბავშვთა კარდიოლოგი  რატი სილაგაძე შემოუერთდა

09 თებ, 2026

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გუნდს ახალი წევრი – ბავშვთა კარდიოლოგი, რადიოლოგი რატი სილაგაძე შემოუერთდა.

მას აქვს ბავშვთა კარდიოლოგიასა და რადიოლოგიაში 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წამყვან კლინიკებში.

რატი სილაგაძეს აქვს სამედიცინო განათლება მიღებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში; შემდეგ წარმატებით გაიარა კლინიკური ორდინატურა კარდიოლოგიის განხრით   გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ა.ბაკულევის სახელობის ცენტრში, სადაც მან დიდი გამოცდილება მიიღო ბავშვთა თანდაყოლილი მანკების ექოკარდიოგრაფიულ დიაგნოსტირებასა და მათ პრე და პოსტოპერაციულ მართვაში; კლინიკური ორდინატურის პარალელურად მას გავლილი აქვს ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში პროფესიული გადამზადების კურსი.

რატი სილაგაძე: ,, ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია შვილის ჯანმრთელობა, პატარების გულს კი განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება უსიმპტომობის დროსაც კი, რადგან მკვეთრად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის გულისგან.  ის არის სწრაფად მზრდადი ორგანო,  რომელიც განიცდის ანატომიურ და ფუნქციურ ცვლილებებს,   მუცლადყოფნის პერიოდიდან, პირველი დარტყმიდან – 18 წლამდე.  უნდა ვიცოდეთ რომ გულის თანდაყოლილი მანკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაბადების დეფექტია.   1000 ბავშვიდან  8-10 ბავშვს  აქვს გულის თანდაყოლილი მანკი. ბევრი მათგანი ასიმპტომურად მიმდინარეობს დაბადებისას და სიცოცხლის პირველ თვეებში. დროული გამოვლენა კი სიცოცხლის გადარჩენის  ან სიცოცხლის  ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს.“

„ჯეო ჰოსპიტალსი“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, პედიატრიული დეპარტამენტი ბავშვთა ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნავს. განახლებული ამბულატორიული სივრცე და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კიდევ უფრო მეტ არჩევანს აძლევს პატარა პაციენტებს და მათ მშობლებს.