თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიის დეპარტამენტს მამუკა მგელიაშვილი უხელმძღვანელებს

10 მარ, 2026

“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გუნდს ექიმი მეან-გინეკოლოგი, ქირურგი, მედიცინის დოქტორი მამუკა მგელიაშვილი შემოუერთდა.

მამუკა მგელიაშვილი “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გინეკოლოგიის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

მას აქვს 30 წლიანი კლინიკური გამოცდილება საქართველოს და უცხოეთის წამყვან კლინიკებში; არის მრავალი სამეცნიერო სტატიის, ასევე  გენიტალური პროლაფსის ოპერაციული მკურნალობის მიმართულებით ორი პატენტის ავტორი.

მამუკა მგელიაშვილი მუშაობს მრავალი მიმართულებით ოპერაციულ გინეკოლოგიაში:

  • მძიმე ფორმის გენიტალური პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა (მათ შორის სინთეტიური მატერიალის გამოყენებით)
  • შარდის შეუკავებლობის სტრესული ფორმის ქირურგიული მკურნალობა
  • ორგანოს შემნარჩუნებელი ოპერაციები საშვილოსნოს მიომის დროს, საშვილოსნოზე არასაიმედო ნაწიბურის არსებობის შემთხვევაში, სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიების დროს და ა.შ.
  • ოპერაციები ლაპარასკოპიული და ჰისტეროსკოპიული მიდგომით
  • ონკო-გინეკოლოგიური ოპერაციები
  • სხვადასხვა პლასტიკური ოპერაციები გინეკოლოგიაში