ნინო ხიდეშელი – “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გუნდის ახალი წევრი
“ჯეო ჰოსპიტალსი”-ს გუნდს რევმატოლოგი, შინაგანი მედიცინის ექიმი ნინო ხიდეშელი შემოუერთდა.
ნინო ხიდეშელს სამედიცინო განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. რეზიდენტურა გავლილი აქვს შინაგანი მედიცინის და რევმატოლოგიის მიმართულებით. მას ასევე გავლილი აქვს საერთაშორისო სპეციალიზებული კურსები და მონაწილეობდა ევროპის რევმატოლოგიის ალიანსის ღონისძიებებში.
ნინო ხიდეშელი აქტიურად მონაწილეობს მედიცინის სტუდენტების საგანმანათლებლო პროცესში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე რევმატოლოგიური პრაქტიკის სრულყოფას.