შეიძლება მარტოსულობა იყოს ალცჰეიმერის ნიშანი?
ალცჰეიმერი არის დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ მისი გავრცელება გაიზრდება, თუ დროულად არ მოხდა შემუშავება ახალი პრევენციული და მკურნალობის მეთოდების. როგორც ერთ-ერთი კვლევა გვიჩვენებს მარტოსულობა შეიძლება იყოს დაკავშირებული ალცჰეიმერის დაავადებასთან ასაკოვან ადამიანებში. ასაკოვან ადამიანებში მარტოსულობის შეგრძნება ზრდის დეპრესიის, გულის დაავადების, ინსულტის რისკს, ასევე მაღალია რისკი კოგნიტური შესაძლებლობის შემცირების და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების. კვლევა ჩაუტარეს ადამიანებს, რომლებიც თავს გრძნობდნენ მარტოსულებად და აღმოჩნდა რომ, მათ თავის ტვინის ქერქში ამილოიდის რაოდენობა იყო მომატებული, როგორც კვლევამ აჩვენა ამილოიდის რაოდენობის ზრდა ზრდასრული ადამიანის თავის ტვინის ქერქში 7,5 -ჯერ ზრდის მარტოსულობის შეგრძნებას. ეს ასოციაცია დაკავშირებულია გენთან, რომელიც ზრდის ალცჰეიმერის დაავადების რისკს.