თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2016 წლის 1 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“–ს შორის. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელი და დიპლომის შემდგომი განათლების სტუდენტებისათვის სწავლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, პროფესიული მიმართულებების მიხედვით აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და დახვეწას.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ვადაჭკორიამ და შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“–ის გენერალურმა დირექტორმა ქალბატონმა სოფიო გასიტაშვილმა.