12 მაისი-ექთნების საერთაშორისო დღე
12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი 1974 წლიდან აღინიშნება. 12 მაისს სასტუმრო ,,ჰუალინგ”-ში გაიმართა ექთნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ექთნების ასოციაციის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. შეხვედრაზე ექთნებს პროფესიული დღე მიულოცა ექთნების ასოციაციის პრეზიდენტმა, სტუმრებმა ჯანდაცვის სამინისტროდან, ”NCDC”- დან, „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სხვადასხვა კლინიკების ტოპ-მენეჯერებმა, სამედიცინო უნივერსიტეტისა და კოლეჯების ხელმძღვანელებმა. ჯეო ჰოსპიტალსის საექთნო საქმის სამსახურის უფროსის-ქალბატონი ნონა გოშაძის ორგანიზებით, ჯეო ჰოსპიტალსის ექთნებიც დაესწრნენ ამ ღონისძიებას. შეხვედრაზე მკაფიოდ იყო ხაზგასმული საექთნო რგოლის უდიდესი წვლილის შესახებ პაციენტთა მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესში. შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-მა მიულოცა პროფესიული დღე ექთნებს ქსელის მასშტაბით და გადასცა მათ სიმბოლური საჩუქრები.