შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-მა დაიმსახურა საპატიო წოდება ,,მედიცინის სიამაყე“
ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ 2016 წლის 27 მაისს ჩატარებული საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიების ფინანსურ-ეკონომიკური რეიტინგების საბოლოო შედეგებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ფულადი და სხვა სავალდებულო გადასახადების საფუძველზე ჩატარებულ, სტატისტიკური რანჟირების შედეგების თანახმად, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-მა დაიმსახურა იმყოფებოდეს: 1-ელ ადგილზე, რეიტინგი-ოქრო, საქართველოს საწარმოთა შორის კრიტერიუმი ,,ბრუნვა“.
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-მა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამედიცინო მომსახურების ხარისხიანად გაწევაში მიაღწია მაღალ შედეგებს და დაიმსახურა საპატიო წოდება ,,მედიცინის სიამაყე“ რაც ჩვენი კომპანიის სამედიცინო ქსელის კონკურენტუნარიანობაზე, საიმედოობასა და პერსპექტიულობაზე მეტყველებს.