21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე და დაუნის სინდრომთან დაკავშირებული სამედიცინო პროტოკოლებისა და სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა ხშირად განაპირობებს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების არასათანადო სამედიცინო მეთვალყურეობას, მაღალია მათი მიტოვების რისკიც. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. ჯეო ჰოსპიტალსი მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუშალოს დისკრიმინაციულ შემთხვევებს და ხელს უწყობს რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებმა შესძლონ საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობის მიღება.