ბუჭა არჩვაძე
სამწუხაროდ 2018 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბუჭა არჩვაძე.
კომპანია ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ი სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
ბუჭა არჩვაძე დაიბადა 1939 წლის 11 ივლისს ქ ბათუმში. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. კემეროვოს სამედიცინო ინსტიტუტში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს სხვადასხვა რაიონში წამყვანი სპეციალისტის რანგში.
2002 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ასოცირებულ პროფესორად. იყო 100-ზე მეტი სამეცინიერო ნაშრომის და 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი, ასევე 2 მონოგრაფიის ავტორი. მის მიერ შესრულებულია 20 000-ზე მეტი ქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაცია, მათ შორის 2 000-ზე მეტი კუჭის რეზექცია და გასტრექტომია.
დაჯილდოებულია საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენებით.
განსაკუთრებული დამსახურება ბატონ ბუჭას მიუძღვის მარნეულის რაიონის ქირურგიული სამსახურის გაძლიერებაში. მისი ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ და შემდგომში შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის საავადმყოფოებში, ჩამოყალიბდა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ქირურგიული განყოფილება, სადაც წლების განმავლობაში წარმატებით სრულდებოდა ათასობით ქირურგიული და მათ შორის მრავალი უნიკალური ონკოლოგიური ოპერაცია.