წარმატებული ოპერაცია ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში
ამა წლის 11 ივნისს ,,ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფო’’-ში პროფესიული ვიზიტით იმყოფებოდა კაზანიდან მოწვეული პროფესორი მარატ შარაპუტდინოვი,რომელთან ერთადაც კლინიკის ანგიო-ქირურგ ლაშა გოგონაძის და კოტე ხელაძის მიერ დაიგეგმა ოთხი ოპერაცია:
მუცლის აორტის დიდი ზომის ინფრარენალური ანევრიზმის ენდოპროტეზირება,ბიფურკაციული სტენტგრაფტით;მუცლის აორტის და ორივე თეძოს არტერიის რეკანალიზაცია, სტენტირება;საძილე არტერიების სტენტირება რადიალური მიდგომით.
შერჩეული იქნა მაღალი რისკის მატარებელ პაციენტები, რომელთათვის ღია ქირურგიული წესით ჩარევა წარმოადგენდა საფრთხეს,სწორედ ამიტომ შერჩეულ იქნა ენდოვასკულარული წესით ოპერაციის ჩატარება.ოთხივე ოპერაცია წარმატებულად დასრულდა!
დასავლეთ საქართველოს მაშტაბით ,,ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფო’’-ში პირველად ჩატარდა მსგავსი ოპერაცია.
აღნიშნული ტიპის ოპერაციების ჩატარებამ განაპირობა პაციენტთა ადრეული რეაბილიტაცია.პროფესიონალი გუნდის დამსახურებით პაციენტები კარგად გრძნობენ თავს და განაგრძობენ მკურნალობას კლინიკაში.