საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში
2018 წლის 23-24 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო “იოტა”-ში ჩატარდა საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილებო მიიღო შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ექიმების გუნდმა. გუნდის კაპიტაკი გახლდათ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი თამაზ აბესაძე.
,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გუნდმა 9 ტურში მოიპოვა სამი გამარჯვება მშრალი ანგარიშით 4:0; ორი შეხვედრა დაამთავრა ფრედ ; ოთხი შეხვედრა დათმო მინიმალური ანგარიშით და მოხვდა ათეულში,რაც მისასალმებელია.
წარმატებას ვუსურვებთ ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გუნდს .