შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს უფასო აქცია ჭიათურაში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს.
25 ივლისს ჭიათურის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ჩატარდა უფასო ოფთალმოლოგიური გასინჯვა-კონსულტაცია მოწვეული სპეციალისტის ოფთალმოლოგ მალხაზ ჩიქოვანის და ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ადგილობრივი ოფთალმოლოგების მიერ.
ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 70 ადამიანის გასინჯვა. თითოეულ მათგანს ჩაუტარდათ კონსულტაცია. 30 პაციენტზე გაიცა დანიშნულება. აქციის ფარგლებში ასევე გამოვლინდა 26 პაციენტი, რომელთაც დაენიშნათ ოპერაციული მკურნალობა..
მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.