შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს უფასო აქცია გურჯაანში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს.
24 ივლისს გურჯაანის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. ვაზისუბნის ამბულატორიაში – ვაზისუნბის, მუკუზანის, შაშიანის და კალაურის მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ონკოლოგის, ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, უროლოგის, მეან-გინეკოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის შემადგენლობით.
სპეციალისტების მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ გურჯაანის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს.
აქციის შედეგად ვაზისუნბის, მუკუზანის, შაშიანის და კალაურის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 150 ადამიანის გასინჯვა. ჩატარდა 90 კვლევა და 130 კონსულტაცია. 6 პაციენტს კარდიოლოგის მიერ დაენიშნა დამატებითი კვლევების საჭიროება და კორონაროგრაფია, 10 პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ზოგადი ქირურგის, ოფთალმოლოგის, უროლოგის, ონკოლოგის, მეან-გინეკოლოგის მიერ გამოვლენილი იქნა 12 პაციენტი, რომელთაც დაენიშნათ ოპერაციული მკურნალობა. 14 პაციენტთან ექოსკოპიურად და კლინიკური გამოვლინებით პირველადად დადასტურდა ფარისებრი ჯირკვლის მრავლობითი კვანძი და დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.
ვაზისუნბის, მუკუზანის, შაშიანის და კალაურის მოსახლეობამ გამოიხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.