უფასო აქცია ბაღდათში

15 აგვ, 2018

შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს.

26 ივლისს შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. ნერგეთის ამბულატორიაში ოფთალმოლოგის, ქირურგის, ტრავმატოლოგის, ნევროლოგის შემადგენლობით.
ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 37 ადამიანის გასინჯვა. პაციენტებს დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა,ასევე დამატებითი კვლევები და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში.