უფასო აქცია სოფელ ეწერში
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ჯეო ჰოსპიტალს-ის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია სოფელ ეწერში გამართა. აქციაში მონაწილეობდნენ კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, უროლოგი, პედიატრი, ანგიოქირურგი, ტრავმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ექიმ-სპეციალისტების გარდა, აქციაში ჩართული იყო ეკგ-ს და ულტრასონოგრაფიის კაბინეტებიც, რამაც ხელი შეუწყო ადგილზე პათოლოგიების ზუსტ დიაგნოსტიკას.
აქციაზე მოსული 71პაციენტიდან თითქმის უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა 9 პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები რომელთაც დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ.
მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობისთვის.
მომდევნო აქციების ჩატარების დრო და ადგილი დაიგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით.