შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ აგრძელებს მოქალაქეების უფასოდ მომსახურებას!
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალ“-სი აგრძელებს მოქალაქეების უფასოდ მომსახურებას!
23 ოქტომბერს, მცხეთის კლინიკის ექიმები სოფელ გალავნს ესტუმრნენ. სოფლის ამბულატორიაში მისვლისას, ადგილზე დახვდათ 10-ზე მეტი მოსწავლე, რომელთაც სკოლის სასადილოში ძეხვი მიირთვეს და თავს ცუდად გრძნობდნენ. ჯეოს ექიმებმა გამოიჩინეს ოპერატიულობა, ჩაატარეს პაციენტების ტრიაჟი, შედარებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 5 მოსწავლე საკუთარი ავტომობილებით, პედიატრების თანხლებით კლინიკაში გადმოიყვანეს, დანარჩენებს კი ადგილზე გაუწიეს მომსახურება. იმავე საღამოს, ყველა ბავშვი სტაბილურ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში.
გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებისა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ექიმებმა კონსულტაციების და კვლევების პაკეტი შესთავაზეს სოფლის 81 მოსახლეს. გამოვლინდა 3 სასწრაფო დაყოვნებული წესით და 10-მდე გეგმიური წესით საოპერაციო შემთხვევა. აღნიშნული აქციის ორგანიზებაში და შემდგომ მომსხურებაში აქტიურად იყო ჩართული გალავანის ამბულატორიის ექიმი ქალბატონი მზია კახოიძე.
სოფლის მოსახლეობამ გამოიჩინა სითბო და ლოიალობა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის მიმართ.
მადლობა ექიმებს დაუღალავი შრომისთვის!