,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ ვახტანგისში
გარდაბნის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფი აგრძელებს სოფლის მოსახლეობის უფასო გასინჯვების აქციას. ამჯერად, საზღვრისპირა სოფელ ვახტანგისს ვეწვიეთ და საბაზისო კვლევებითა და კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ათობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა სამედიცინო მომსახურების მიღება, პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ჯამში 100-მდე კონსულტაცია გაიცა, 30-მდე ლაბორატორიული და ამდენივე ულტრაბგერითი კვლევა ჩატარდა. მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტების მზარდმა რაოდენობამ. ასევე, პაციენტებმა, რომელთა მიერ წარმოდგენილი იქნა ჩივილები ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის სიმპტომებით. აღნიშნული პათოლოგიები გამოვლინდა პირველადად და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
მოსახლეობამ გამოთქვა კმაყოფილება სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, ასევე, ექიმების მიერ მათ მიმართ გამოხატული ყურადღებისთვის.