,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს აქცია სოფელ მაღაროსკარში
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ი აქტიურად აგრძელებს უფასო აქციების პროექტს. 9ნოემბერს დუშეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, რეგიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაატარა გასვლითი აქცია სოფ. მაღაროსკარში და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობისთვის კარდიოლოგის, ქირურგის ,თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, ეხოსკოპისტის და ლაბორანტის შემადგენლობით. მუშაობა ეფექტური და შედეგიანი გახადა იმ ხელისშემწყობმა გარემოებამ, რომ დუშეთის სამედიცინო ცენრიდან ჩასული ულტრასონოგრაფიის და ეკგ-ს კაბინეტები ადგილზევე ატარებდნენ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქციის შედეგად სოფ. მაღაროსკარის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო ამბულატორიული და სამედიცინო მომსახურება. ერთდღიანი აქციის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 28ადამიანის გასინჯვა. პაციენტთა უმეტესობამ კომპლექსურად მიიღო კონსულტაციები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტისაგან, გამოვლინდა2 პაციენტი, რომელთაც ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებათ. ასევე გამოიკვეთა პაციენტები, რომელთაც დამატებითი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ, 11პაციენტზე გაიცა დანიშნულება და შემდგომი კონსულტაციები კლინიკაში. ექოსკოპიურად გამოვლინდა 5 შემთხვევა,სადაც დაიგეგმა გაღრმავებული კვლევები.
სოფ.მაღაროსკარის მოსახლეობამ გამოხატა მადლიერება სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული და თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.