,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს უფასო აქცია სოფელ შულავერში
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმების ჯგუფმა, 12 დეკემბერს ჩაატარა გასვლითი აქცია სოფელ შულავერში. ამ სოფლის მაცხოვრებლებს გაეწიათ შემდეგი სამედიცინო მომსახურება:
- კარდიოლოგის კონსულტაცია – 14 პაცინტს;
- ნევროლოგის კონსულტაცია – 16 პაციენტს;
- ენდოკრინოლოგის კონსულტაცია – 28 პაციენტს;
- გინეკოლოგის კონსულტაცია – 24 პაციენტს;
- ექოსკოპიური კვლევა – 31 პაციენტს;
- ლაბორატორიული კვლევა – 24 პაციენტს;
სულ აქციის ფარგლებში 48 პაციენტს ჩაუტარდა 137 სამედიცინო მომსახურება (კონსულტაცია, კვლევა) 37 მათგანს გაეწია რეკომენდაცია დამატებითი კვლევებისა და კონსულტაციების ჩასატარებლად. 5 პაციენტის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს ოპერაციული მკურნალობის და 2 პაციენტთან კარდიოინტერვენციის საჭიროება.