,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს ზესტაფონის ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის და სკრინინგის ეროვნული ცენტრის ერთობლივი აქცია
ზესტაფონის ,,ჯეოჰოსპიტალსის“ ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით ძუძუს უფასო გამოკვლევებს ატარებენ. მთელი კვირის განმავლობაში მოსახლეობას ასევე საშუალება ექნება დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში “ჯეო ჰოსპიტალსის”, ზესტაფონის ამბულატორიულ ცენტრში საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს უფასო გამოკვლევები და სკრინინგი ჩაიტაროს.
ქსელის მასშტაბით ჩვენი ბენეფიციარები მსგავსი უფასო სერვისით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც სარგებლობენ, რადგან ჯეოჰოსპიტალსი კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.
,,ჯეო-ჰოსპიტალსი“ როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, აქტიურად უჭერს მხარს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა, მათი გავრცელების შეზღუდვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყებაა. ასევე ჩართულია ეროვნული სკრინინგცენტრის საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც კიბოს სკრინინგის მნიშვნელობასა და ამ პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
,,ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს, სამწუხაროდ მეორე ადგილზეა საშვილოსნოს ყელის კიბო, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, ადრეულ სტადიებში დაწყებული მკურნალობა სრული განკურნების საშუალებას იძლევა“–განაცხადა ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ებანოიძემ. ცნობისთვის სახელმწიფო პროგრამით უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება: ცნობისთვის სახელმწიფო პროგრამით უფასო სკრინინგის მომსახურება თითოეული კომპონენტით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით განისაზღვრება:
ძუძუს უფასო სკრინინგი 40–დან 70 წლის ჩათვლით ასაკის პაციენტებს უტარდებათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი განკუთვნილია 25–დან 60 წლამდე და მსხვილი ნაწლავის სკრინინგი 50–დან 70 წლამდე ასაკის(ქალბატონები და მამაკაცები))ბენეფიციარებისთვის. ”ჯეოჰოსპიტალსის” ქსელის მასშტაბით მოსახლეობა მსგავსი უფასო სერვისით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც სარგებლობს, რადგან ჯეოჰოსპიტალსი კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის ჩართული.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით ძუძუს უფასო კვლევა, მამოგრაფიულ გამოკვლევას და მამოლოგის მომსახურებას მოიცავს.,,ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის უპირველესი ბენეფიტია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურა, რომელსაც შეუძლია სულ მცირე, მინიმალური დაზიანების აღმოჩენა. ამ კვლევის მნიშვნელოვანი კომპონენტია ,რადიოლოგიური გამოსახულების ორმაგი, ბრმა კითხვა,როცა პასუხს განიხილავს ორი რადიოლოგი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და საჭიროების შემთხვევაში რადიოლოგთა ჯგუფი.“ – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ,მისივე თქმით მნიშვნელოვანია როცა კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული სკრინინგის კამპანიაში, რაც ადამიანებში არსებული სტიგმის ნგრევას და სკრინინგის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.