უფასო სკრინინგის აქცია ბორჯომში

08 სექ, 2020

ბორჯომში, ადგილობრივი  მოსახლეობისთვის შპს„ჯეოჰოსპიტალს“-ის  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ბაზაზე , ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილურ ჯგუფებთან ერთად , ძუძუს უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა.

 

ეროვნული სკრინინგ ცეტრის  მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი მამომობილი ბორჯომს ერთი დღით ეწვია. აქციის ფარგლებში   მოსახლეობისთვის  ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის, პარალელურად „ჯეოჰოსპიტალს“-ის  სამედიცინო ცენტრში კიბოს კომპონენტის 4 მიმიმართულებით სხვადასხვა ტიპის კვლევები უფასოდ ჩატარდა.

 „ჯეოჰოსპიტალს“-ის  მაღალკვალიფიციური გუნდი ,უსაფრთხო გარემოში სრულ სერვის ახორციელებს , სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელმისაწვდომი გახდეს ისეთი სამედიცინო სერვისები , რომლისთვისაც მათ დედაქალაქში ჩასვლა უწევთ. ეროვნულ სკრინინგთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად კი მოსახლეობას, ადგილზე , მაღალტექნოლოგიური აპარატურით უფასო გამოკვლევების ჩატარების საშუალება ეძლევათ“- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.თავის მხრივ,სკრინინგ ცენტრის დირექტორმა   ეთერ კიღურაძემ ყურადღება   , კერძო ბიზნესთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.მისი თქმით, ასეთი ჩართულობა და აქტივობა ,კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს,რადგან ურთიერთანამშრომლობის შედეგად , კოვიდ-19-ის  პირობებშიც კი უსაფრთხო გარემოში მოსახლეობას სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება ეუძლიათ.

„ჯეოჰოსპიტალს“-ის  გუნდი აქტიურად არის ჩართული სკრინინგ ცენტრის აქციაში , რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.