ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტალსი,,-ს ონლაინ კლინიკა საჭიროების შემთხევაში ბინაზე პაციენტებს ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფს
ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ონლაინ კლინიკის მეშვეობით ბინაზე ჟანგბად დამოკიდებული კოვიდპაციენტების მართვა, ჟანგბადის კონცენტრატორების მეშვეობით გახდება შესაძლებელი. ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით პაციენტს, რომელსაც სუნთქვა უჭირს, დროებით სარგებლობაში ჟანგბადის აპარატს გადასცემენ.
პაციენტებისთვის ახალი სამედიცინო სერვისი ხელმისაწვდომი, ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გახდა შესაძლებელი. გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორის ფონზე , სტარტეგიულად ,,მნიშვნელოვანი იყო ონლაინ კლინიკის ამოქმედება, რამაც საშუალება მოგვცა ბინაზე კოვიდპაციენტების ეფექტურად მართვა გაგვეხორციელებინა. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტების საჭირო სამედიცინო სერვისით ადგილზე უზრუნველყოფა. ეს შესაძლებლობა ერთდროულად საშუალებას გვაძლევს ჰოსპიტალიზაციის გარეშე, ბინაზევე გავუწიოთ გადაუდებელი დახმარება და მაქსიამლურად სწრაფად მოვხსნათ პაციენტებში ხშირად არსებული, თანმდევი ფსიქოლოგიური სტრესიც.“-განაცხადა ბორჯომის ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ, რომლის თქმითაც ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აპრილის თვიდან ონლაინ კლინიკის რეჟიმში ეფექტურად მართავს ბინაზე პაცინეტებს , 10 დეკემბრიდან კი კოვიდპაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცესშიც ჩაერთო. ,,ფაქტია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა პანდემიის დროს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის Covid-19 მართვის პროცესს“- აღნიშნა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც სამედიცინო ცენტრს 4 აპარატი გადასცა. მერიამ რეგიონის მოსახლეობისთვის საჭირო სამედიცინო ტექნიკა, რამდენიმე ეტაპად შეიძინა, რის შედეგადაც უკვე 14 ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორია ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონალური ქსელი უზრუნველყოფს დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შედეგად კოვიდ პაციენტების ჰოსპიტალიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ნაწილი სამედიცინო ცენტრები, ჰიბრიდული სტატუსით აგრძელებენ ფუნქციონირებას, რაც ადგილზე მოსახლეობას სხვადასხვა საბაზისო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას არ უზღუდავს.