,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის კახეთის რეგიონულ ქსელში პფაიზერის ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

28 ივლ, 2021

კახეთის რეგიონში პფაიზერით ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანისა და საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრები ჩაერთო. კლინიკებში დამატებით გაიხსნა იმუნიზაციის კაბინეტები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს, პორტალზე დარეგისტრირებული მოქალაქეების აცრა.

,,ამ დროისთვის სრული დატვირთვით მუშაობს იმუნიზაციის კაბინეტები, აქტიური მზაობაა ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდანაც. დღეს შესაძლებლობა გვაქვს წარმატებით და სრული რეგულაციისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით  ვაწარმოოთ  სამი სახის ვაქცინით აცრები.“-განაცხადა საგარეჯოს  ,,ჯეო ჰოსპიტალს-“ის მრავალპროფილური  სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჯიქიამ, რომლის თქმითაც არსებულ სიტუაციაში ვაქცინაციის ტემპის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა პირობაა იმუნიზაციის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის: ვაქცინაციის კაბინეტები მოწყობილია მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით, თითოეული პაციენტის წინასწარ შემოწმებას და ზედამხედველობას ახორციელებენ კვალიფიციური ექიმები. კახეთის რეგიონში პფაიზერით  აცრები 27 ივლისიდან დაიწყო.  ,,გურჯაანში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა აიცრას მისი არჩევანის შესაბამისად, ამჟამად კლინიკაში ვაწარმოებთ სინოვაკის, სინოფარმის , ასტრაზენეკასა და  უკვე პფაიზერით ვაქცინაციას, მოქალაქეების მეტი ჩართულობისთვის კი კომპანია, ბენეფიტის სახით, სრულად  ვაქცინირებულებს ლაბორატორიულ კვლევებს წლის ბოლომდე 30% ფასდაკლებით მოემსახურება“ -განაცხადა გურჯანიის ,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გელა ორველაშვილმა. მისივე თქმით ,ამ დროისთვის ყველა ჯავშანი შევსებულია.

https://www.youtube.com/watch?v=ESfUqq5mvPQ