,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში პედაგოგები აიცრნენ

08 სექ, 2021

მცხეთა მთიანეთის რეგიონში მოქმედი  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილი „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. მოქმედმა პედაგოგებმა გადაწყვეტილება საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელიც  კულტურის სახლში გაიმართა. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

„მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის მეტ აქტიურობას  უზრუნველყოფს, ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის სამედიცინო გუნდი უკვე რამდენიმე თვეა რაც ჩართულია იმუნიზაციის მასშტაბურ კამპანიაში და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადა ადგილზე, რამდენიმე წარმოების ვაქცინა“ -განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან გვენცაძემ, მისივე თქმით სამედიცინო დაწესებულებაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია როგორც   PCR ტესტები, ასევე კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია, რომლის მართვაც წარმატებით ხორციელდება.

,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, რადგანაც ამ ადამიანებს ბავშვებთან, ჩვენს მომავალ თაობასთან უშუალო კავშირი აქვთ,“ – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ , რომელმაც პანდემიის პერიოდში რეგიონში ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის მედპერსონალს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით , ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ყველაზე საჭირო და გადაუდებელ სამედიცინო  სერვისებზე  ხემისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის  ჩართულობის შედეგად  გახდა შესაძლებელი.

https://www.interpressnews.ge/ka/article/673028-dushetshi-skolamdeli-agzrdis-dacesebulebebis-tanamshromlebtan-vakcinaciis-shesaxeb-sainpormacio-shexvedra-gaimarta