,,ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის იმუნიზაციის კაბინეტებში სინოფარმის ვაქცინით აცრები განახლდა
ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი განახლებულია. ამ ეტაპზე აცრის კაბინეტებში მსურველებს ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით აცრა შეუძლიათ. ,,ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს , რიგების დარეგულირებაში წითელი ჯვრის აქტივისტები გვეხმარებიან. ცენტრში ამ დროისთვის სამი სახის ვაქცინით ვაწარმოებთ იმუნიზაციას“- აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსის „ ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ, მისივე თქმით აქტიურობის მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალია კოვიდინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და დიდია PCR ტესტებზეც მოთხოვნა. დიასამიძის თქმით ეს სტატისტიკა იმის მანიშნებელია, რომ მოქალაქეები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდნენ და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მოსახლეობისთვის რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სერვისები , სადაც ვირტუალური კაბინეტების ფარგლებში მსურველებს აცრის გაკეთების საშუალება აქვთ. მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით , კომპანია ორჯერად აცრილ მოქალაქეებს ლაბორატორიულ , ინსტრუმენტულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე 30 % ფასდაკლებას სთავაზობს.
,,მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მეტი ჩართულობის მიზნით მოქალაქეებს ადგილზე ვარეგისტრირებთ, რომელთაც „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინით სურთ აცრა , რაც შეეხება პფაიზერს, იმუნიზაციის პროცესში დღეიდან ჩავერთეთ დ აყველა ჯავშანი შევსებულია“-განაცხადა ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ.
დროებით შეჩერებული პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული როგორც კოვიდინფიცირებულთა მართვაში ასევე ვაქცინაციის ფართომასშტაბიან კამპანიაში. ცენტრში რამდენიმე კაბინეტი მოქმედებს და ამ დროისთვის ადგილები სრულად დაჯავშნილია. ადგილზე გაშლილია სამხედრო კარავიც სადაც უსაფრთხო გარემოში , ვაქცინირებული მოქალაქეების დაყოვნების სივრცეა შექმნილი. საყოველთაო აცრის მიმდინარეობის პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
ამ დროისთვის ვაქცინაციის პროცესში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელი 11 სამედიცინო დაწესებულებით არის ჩართული, რომლებშიც 15 იმუნიზაციის კაბინეტია მობილიზებული და 23 სამედიცინო გუნდი ახორციელებს მომსახურებას.