ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სკრინინგის პროგრამის უფასო გამოკვლევები ჩატარდა
2022 წლის 4 აპრილს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის ბორჯომის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში , 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებმა კვლევები , ადგილზე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით ჩაიტარეს. აქცია ყოველწლიურად ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან ერთად ხორციელდება, რაც ძუძუს კიბოს სკრინინგს ითვალისწინებს. უფასო სამედიცინო მომსახურება მოიცავს მამოგრაფიულ გამოკვლევას და მამოლოგის მიერ გასინჯვას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას, ბიოფსიასა და ციტოლოგიურ კვლევას; ,,”დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის” სახელმწიფო პროგრამის, კიბოს სკრინინგის კომპონენტით განსაზღვრული ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში მიმდინარე აქციებში , ჯეო ჰოსპიტალსი წლებია აქტიურად არის ჩართული. სტატისტიკის თანახმად მოსახლეობის მხრიდან ყოველწლიურად იზრდება აქტივობა, რაც ცნობიერების ამაღლების ხარისხზეც მიუთითებს“- განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ირაკლი დიასამიძემ , მისი თქმით ასეთი ჩართულობა, ორივე კომპანიის ძალისხმევის შედეგია, რაც მაღალტექნოლოგიური, ძვირადღირებული სამედიცინო კვლევების ხელმისაწვდომობას ზრდის და კიბოს დროული პროგნოზირების პრევენციის საშუალებას იძლევა.
მიმდინარე აქციის ფარგლებში უფასო სკრინინგის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას უკვე ჰქონდა გარდაბნისა და ბორჯომის სამედიცინო ცენტრებში. ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი მთელი თვის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.