უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით ,,ჯეო ჰოსპიტალს”-მა ურთიერთნამაშრომლობის მემორანდუმი გააფორმა არასამთავრობო ფოდთან ,,უკრაინა უპირველეს ყოვლისა”
უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით ,,ჯეო ჰოსპიტალს”-მა ურთიერთნამაშრომლობის მემორანდუმი გააფორმა არასამთავრობო ფოდთან ,, უკრაინა უპირველეს ყოვლისა“. მხარეები ერთობლივი პროექტების ფარგლებში , საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოში დროებით ჩამოსულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუეწევენ . ,, ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს , გვსურს სხვადასხვა ტიპის ჩართულობით კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მათდამი თანადგომა და მხარდაჭერა. კომპანიამ , პირველივე დღეებში შეძლო აუცილებელი სამედიცინო საჭიროებების გაგზავნა უკრაინაში , იმ უკრაინელი მეგობრებისათვის კი , რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჩვენი ქსელის მასშტაბით ხელმისაწვდომი გავხადეთ უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმების კონსულტაცია“.აღნიშნა ,,ჯეო ჰოსპიტალსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ზუტაბ ქიტოშვილმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. თავის მხრივ, ფონდის დამფუძნებელმა ოლეგ ვოვჩენკომ მადლობა გადაუხადა კომპანიას უკრაინელი ხალხისადმი ასეთი მნიშვნელოვანი თანადგომისთვის.