ხველა
სიმპტომის აღწერა
ხველა ორგანიზმის ნორმალური დამცველობითი პასუხია სხვადასხვა გამღიზიანებელზე ხახასა და სასუნთქ გზებში. ნერვები აგზავნიან იმპულსს თავის ტვინში გამღიზიანებლის შესახებ, საიდანაც სიგნალი გადაეცემა მუცლის კუნთებსა და გულმკერდის კედელს, რათა მოხდეს ჰაერის ძლიერი გამოდევნა ფილტვიდან, გამღიზიანებლის მოშორების მიზნით.
ნორმალური სიხშირის ხველა სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს ახასიათებთ. ხველა, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში ან ახლავს ფერშეცვლილი ან სისხლიანი ნახველი, შესაძლოა რაიმე დაავადების ნიშანი იყოს და საჭიროებს ყურადღებას. ხველა იშვიათად საჭიროებს სასწრაფო დახმარებას.
ხველის შეტევა შეიძლება ძალიან ძლიერიც იყოს, ჰაერის სიჩქარე ასეთი ხველის დროს დახურულ სახმო იოგებზე, 500 მილი/საათში (805კმ/სთ) უტოლდება.გახშირებული, ძლიერი ხველა დამღლელია და იწვევს ძილის დარღვევებს, თავის ტკივილს, შარდის შეუკავებლობასა და ნეკნების მოტეხილობასაც კი.
გამომწვევი მიზეზი
ხველის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- მწვავე სინუსიტი
- ბრონქოექტაზია
- ბრონქიოლიტი (ბავშვებში)
- დახრჩობა (განსაკუთრებით, ბავშვებში)
- ქრონიკული სინუსიტი
- ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
- კრუპი (ბავშვებში)
- კისტური ფიბროზი
- ემფიზემა
- ალერგია
- შეგუბებითი გულის უკმარისობა
- ლარინგიტი
- ფილტვის სიმსივნე
- მედიკამენტები– ანგიოტენსინ–მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები
- ნეიროკუნთოვანი დაავადებები, მაგალითად პარკინსონიზმი, რომელიც ასუსტებს ზედა სასუნთქი გზებისა და ყლაპვის კუნთების კოორდინირებულ მუშაობას
- სასუნთქი გზების სინციტიური ვირუსი (ბავშვებში)
- ტუბერკულოზი
ხშირი მიზეზები–ქრონიკული
- ალერგიები
- ასთმა (მეტწილად ბავშვებში)
- ბრონქიტი
- გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი
- მოჭარბებული ლორწო
- ხველა მიიჩნევა მწვავედ, როცა გრძელდება სამ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში, ხოლო ქრონიკულ ხველად რვა და მეტი კვირის ხანგრძლივობის სიმპტომი ხასიათდება (ოთხი კვირა ბავშვებში).
- ხველის გამომწვევი სხვა მიზეზებია:
- ხშირი მიზეზები: მწვავე
- გაციება, სურდო
- ვირუსული გრიპი
- გამღიზიანებლის ჩასუნთქვა
- პნევმონია (ფილტვების ანთება)
- ყივანახველა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ ხველა არ გაივლის რამდენიმე კვირის შემდეგ ან თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ:
- სქელი, მოყვითალო–მომწვანო ნახველი
- ხიხინი
- 38C და მეტი სიცხე
- სუნთქვის უკმარისობა
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ბავშვი:
- იხრჩობა
- უჭირს სუნთქვა ან ყლაპვა
- ახველებს სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველით
მკურნალობა სახლის პირობებში
ხველის შესამცირებლად, სცადეთ:
- საწუწნი აბებისა და სიროფების გამოყენება. ასე შეიმცირებთ მშრალ ხველას და მოუვლით გაღიზიანებულ ყელს. არ მისცეთ სამ წლამდე ბავშვს საწუწნი აბები, არსებობს დახრჩობის რისკი.
- დაატენიანეთ ჰაერი. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ან მიიღეთ ცხელი, ორთქლიანი შხაპი
- მიიღეთ სითხეები. სითხე ეხმარება ნახველის გათხელებას.მიიღეთ თბილი სითხეები, მაგალითად: ბულიონი, ჩაი, ფორთოხლის წვენი და თაფლი თბილ წყალში, რათა შეამციროთ ყელის გაღიზიანება.