ცხვირის ღრუს დახშობა
სიმპტომის აღწერა
ცხვირის დახშობა იგივე “ცხვირის შეკვრა” ხდება მაშინ ,როდესაც ცხვირში ქსოვილები და სისხლძარღვები სივდება, ამ დროს გამოიყოფა ჭარბი სითხე და ადამიანს დახშობის შეგრძნება აქვს. ცხვირის შეკრულობას შესაძლოა თან ახლდეს გამონადენი.
ცხვირის დახშობა მოზარდებში და ზრდასრულებში ხშირად არ არის სერიოზული მდგომარეობა და უბრალოდ გაღიზიანებას იწვევს. თუმცა ეს სიმპტომი შეიძლება ახალშობილებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობდეს, რაც ართულებს ბავშვის გამოკვებას და სუნთქვას.
გამომწვევი მიზეზი
ცხვირის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფაქტორი , რაც აღიზიანებს ცხვირის ქსოვილებს და იწვევს მის ანთებას. ინფექციები – გაციება, გრიპი ან სინუსიტები – ალერიები და სხვადასვა გამღიზიანებლები, როგორიცაა სიგარეტის მოწევა შეიძლება იყოს ცხვირიდან გამონადენის მიზეზი. ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს ქრონიკული გამონადენი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე – ამ მდგომარეობას არაალერგიული რინიტი ანუ ვასომოტორული რინიტი ეწოდება.
იშვიათ შემთხვევებში, ცხვირის დახშობას პოლიპები ან სიმსივნე იწვევს. ამ სიმპტომის სხვა მიზეზები:
- მწვავე სინუსიტი
- კაშკაშა ნათებები
- ქრონიკული სინუსიტი
- ჩარგ-სტრაუსის სინდრომი
- ნევროლოგიური დაავადება, რომლის დროსაც აღინიშნება თავის განმეორებითი ტკივილი ცალ მხარეს და ძირითადად თვალის გარშემო
- დაბალი ტემპერატურა
- გაციება
- ცხვირის გამხსნელი საპკურის გადაჭარბებული მოხმარება
- გადახრილი ძგიდე
- წამლებზე მიჩვევა
- გამომშრალი ჰაერი
- ალერგია მტვერის ნაწილაკებზე
- გადიდებული ადენოიდები
- ალერგია საკვებზე
- უცხო სხეული ცხვირში
- თივისმიერი ცხელება
- მაღალი წნევის დასარეგულრებელი მედიკამენტები
- ჰორმონული ცვლილებები
- ინფლუენცა (გრიპი)
- ალერგია ლატექსზე
- მედიკამენტები
- ალერგია რძეზე
- ალერგია სოკოს სპორებზე
- პოლიპები
- არაალერგიული რინიტი
- პროფესიული ასთმა
- სხვა ინფექციები
- ალერგია მიწის თხილზე
- პარფიუმერული ნაწარმები. მათი არომატი
- ალერგია შინაურ ცხოველზე
- ფეხმძიმობა
- რესპირატორული სინციტიური ვირუსი
- ალერგია მოლუსკზე
- ალერგია სოიოზე
- ცხარე საკვები
- სტრესი
- თიროიდთან დაკავშირებული პრობლემები
- სიგარეტის მოწევა
- ვეგენერის გრანულომატოზი
- ალერგია ხორბალზე
როდის მივმართოთ ექიმს
გაჭედილი ცხვირი გამონადენით ან მის გარეშე ხშირად მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. თუმცა ჩვილებში ეს სიმპტომი შესაძლოა უფრო სერიოზული დაავადების გამოვლინება იყოს
დაურეკეთ ექიმს. თუ:
- სიმპტომები გრძელდება 10 დღეზე მეტ ხანს
- მაღალი სიცხე გაქვთ, განსაკუთრებით 3 დღეზე მეტ ხანს თუ გრძელდება
- ცხვირიდან გამონადენი არის მწვანე და თან ერთვის სინუსების ტკივილი და ცხელება. ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული ინფექციის ნიშანი.
- გაქვთ ასთმა ან ემფიზემა ან იღებთ იმუნოსუპრესორულ პრეპარატებს.
- თავის ტრავმის შემდეგ ცხვირიდან გამონადენი არის სისხლიანი ან ხშირი და გამჭირვალე
დაურეკეთ პედიატრს, თუ:
- თქვენი შვილი 2 თვეზე ნაკლები ასაკის არის და აქვს სიცხე
- თქვენი შვილის სურდო ან ცხვირში გაჭედვა ხელს უშლის ძუძუთი კვებას ან სუნთქვას.
მკურნალობა სახლის პირობებში:
სანამ ექიმს ეწვევით, სცადეთ ეს ნაბიჯები სიმპტომების შესამსუბუქებლად.
- შესუნთქვა და ჩაყლაპვა ან დინჯად ცხვირის მოხოცვა
- თუ თქვენ პერმანენტულად გაქვთ თხევადი წყლისმაგვარი გამონადენი და მას ახლავს ცემინება, ქავილი და აცრემლილი თვალები, შესაძლოა სიმპტომი დაკავშირებული იყოს ალერგიასთან და საჭირო გახდეს ანტიჰისტამინური წამლების დანიშვნა. წამლის მიღების წინ ზუსტად მიყევით მოცემულ ინსტრუქციას
- ჩვილებისთვის და მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებისთვის გამოიენეთ რბილი, რეზინისთავიანი ოყნა, რათა ფრთხილად ამოვიღოთ ნებისმიერი ტიპის გამონადენი ცხვირში
იმისათვის, რომ ვუმკურნალოთ ხახის უკანა ნაწილში დაგროვილ ჭარბ ლორწოს, გაითვალისწინეთ შემდეგი:
- თავი აარიდეთ გამღიზიანებლებს, როგორებიცაა თამბაქოს ბოლი და ტემპერატურის სწრაფი ცვლილება
- მიიღეთ წყალი დიდი რაოდენობით
- იხმარეთ დამატენიანებელი
- გამოიყენეთ ცხვირში მარილიანი სავლები ან სპრეიები.